Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1362
Title: სახელმწიფოთა ურთიერთობის გავლენა ეკონომიკური სანქციების შედეგზე
Other Titles: საქართველოსა და თურქეთის შემთხვევების შედარებითი ანალიზი
Authors: გოგისვანიძე, რუსუდან 
Advisor: სამხარაძე, ნიკოლოზ 
Degree Name: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
Degree Discipline: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოსა და თურქეთის შესაძლებლობების აღწერა
ეკონომიკური სანქციები და მიღებული შედეგი
სანქციით მიღებული შედეგი
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
This paper “Influence of Interstate Relations on the Results of Economic Sanctions” studies the
topical question of international relations about the economic coercion.
Paper studies two cases: Russia’s sanctions against Georgia during 2005-2006 and Russia’s sanctions
against Turkey during 2015-2016.
Aim of this research is to outline the impact of the intention of sanction’s sender country towards
target country on the results of economic sanctions. Hence, the aim of the paper is to answer the
following research question – why did Turkey’s foreign political actions change according to
Russia’s demands after the imposition of economic sanctions and why did Georgia’s political
actions remain unchanged?
According to the hypothesis of the paper Russia had antagonistic attitudes toward Georgia and this
is why Georgia did not change its political actions according to Russia’s will, while Turkey had
positive relations with Russia and it changed its political actions according to its demands.
For the confirmation of the validity of the hypothesis, with the help of qualitative study
methodology, works of various authors, first hand sources, statistical data and relevant documents
have been studied. At the last stage of the study, hypothesis is confirmed according to the Daniel
Drezner’s conflict expectation model.

წარმოდგენილი ნაშრომი „სახელმწიფოთა ურთიერთობის გავლენა ეკონომიკური
სანქციების შედეგზე“, იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხს
ეკონომიკური იძულების სახით.
ნაშრომში განხილულია ორი შემთხვევა. რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული
ეკონომიკური სანქციები 2005-2006 წლებში. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული
ეკონომიკური სანქციები 2015-2016 წლებში.
კვლევის მიზანია შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთოს, სანქციების
დაწესებამდე, დამწესებელი ქვეყნის მიმართ, სამიზნე ქვეყნის დამოკიდებულების გავლენა
ეკონომიკური სანქციების შედეგზე. შესაბამისად, ნაშრომის მიზანია საკვლევ კითხვას
გასცეს პასუხი - ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგად, რატომ შეიცვალა
თურქეთის საგარეო პოლიტიკური ქცევა რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად, მაშინ,
როდესაც საქართველოს პოლიტიკური ქცევა დარჩა უცვლელი?
ნაშრომის ჰიპოთეზის მიხედვით, საქართველოს რუსეთის მიმართ გააჩნდა
ანტაგონისტური დამოკიდებულება, რის გამოც, სანქციების დაწესების შემდგომ მან არ
შეცვალა თავისი პოლიტიკური ქცევა რუსეთის სურვილისამებრ. ხოლო თურქეთს
დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იყო კეთილგანწყობილი, რის გამოც, სანქციების
დაწესების შემდგომ, მან შეცვალა თავისი პოლიტიკური ქცევა რუსეთის სურვილისამებრ.
ჰიპოთეზის მართებულობის დასადასტურებლად, თვისებრივ კვლევის მეშვეობით,
შესწავლილია სხვადასხვა ავტორთა ნაშრომები, პირველადი წყაროები, სტატისტიკური
ინფორმაცია და საკვლევ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ბოლო ეტაპზე,
ნაშრომში წარმოდგენილი ჰიპოთეზა შემოწმებულია დენიელ დრეზნერის კონფლიქტის
მოლოდინის მოდელის მიხედვით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1362
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA-Thesis.Gogisvanize dip.pdfსახელმწიფოთა ურთიერთობის გავლენა ეკონომიკური სანქციების შედეგზე (საქართველოსა და თურქეთის შემთხვევების შედარებითი ანალიზი)890.15 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

50
checked on May 2, 2024

Download(s)

451
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.