Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1361
Title: კრიზისის მენეჯმენტი ევროკავშირის საერთო თავდაცვისა დაუსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში: EU NAVFOR Atalanta (2008-2016)
Authors: შვანგირაძე, ცირა 
Advisor: პეტრიაშვილი, სოფია 
Degree Name: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
Degree Discipline: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმი
ჰიპოთეზა და დამოკიდებული ცვლადის ოპერაციონალიზაცია
სომალის კრიზისი
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The thesis- „Crisis Management in the context of the EU Common Security and Defence Policy:
EU NAVFOR ATALANTA (2008-2016)“ aims to examine what factors determine the EU's
common security and defense policy’s coherence and influence on the EU member states
coordination on the vertical level, whereas Vertical coherence refers to the interaction and
congruence between the EU level and member state crisis responses. Intergovernmental nature
of the EU’s common security and defense policy should be taken into consideration, which
implies that correlation between the member states interest and priorities determines the scope
and level of their coordination. According to the liberal intergovernmentaslism, which studies
the EU integration processes and cooperation opportunities, respective hypotheses of the study
was developed: the degree of the vertical coherence of the common security and defense policy
Is high when a) concrete crisis puts member states’ sector economic interests under risks and b)
perceived threat from the crisis is shared. Derived hypotheses are evaluated through the single
case study method focused on the EU common security and defense instrument- the first navalmilitary
operation
EU
NAVFOR
Atalanta,
which
is
the
most
citied
example
of
the
EU’s
coherent

crisis
management.
The
analysis
traces
the
activities
and
interaction
of
the
“Big
Three”-
France,

Germany
and
UK.
The
thesis
suggests
that
there
was
low
level
of
interest
polarization
between

the

abovementioned countries: Somali piracy endangered and put under risk their sector
economies, correlation between Somali piracy and terrorism enhanced threat perception, which
resulted in common priorities and further cooperation under the EU’s common security and
defense policy. At the same time neutralizing the abovementioned threats in the format of the
Operation EU NAVFOR Atalanta was less costly and risky, benefits were calculable, which
resulted in even more robust engagement of the “Big Three”. This indicates not only constraints
of the very dynamic, rapidly developing and much criticized field of the EU Common security
and defense policy but opportunities as well.

ნაშრომის „კრიზისის მენეჯმენტი ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში: EU NAVFOR ATALANTA (2008-2016)“ მიზანია
გამოიკვლიოს თუ რა ფაქტორები განაპირობებენ ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულობას ვერტიკალურ დონეზე და ახდენენ
გავლენას წევრი ქვეყნების კოორდინაციაზე, სადაც, თანმიმდევრულობა ეროვნულ
სახელმწიფოებს შორის შეთანხმებულ პოლიტიკას გულისხმობს ევროკავშირის
პოლიტიკასთან. გათვალისწინებულია რა ამ პოლიტიკის ინტერგავერნმენტალური
ხასიათი, სადაც წევრი ქვეყნების ინტერესებისა და პრიორიტეტების კორელაცია
განსაზღვრავს კიდევაც მათ შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხარისხს.
ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის თეორიის მიხედვით კი, რომელიც
ევროკავშირის შიგნით ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს იკვლევს,
მოხდა ჰიპოთეზის გენერირება: ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების
პოლიტიკის თანმიმდევრულობის ხარისხი მაღალია ვერტიკალურ დონეზე, როდესაც
ა)კრიზისი რისკის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნების სექტორულ ეკონომიკურ ინტერესებს ბ)
არსებული კრიზისიდან მომდინარე აღქმული საფრთხე საერთოა . ჰიპოთეზის დატესტვა
ხდება ერთი ქეისის შესწავლის მეთოდზე დაყრდნობით ევროკავშირის კრიზისის
მენეჯმენტის- საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საზღვაო-სამხედრო
ოპერაცია EU NAVFOR Atalanta-ზე ფოკუსით, რომელიც ევროკავშირის წარმატებული
კრიზისის მენეჯმენტის ყველაზე ციტირებადი მაგალითია. პროცესის მიდევნების
მეთოდის გამოყენებით ანალიზი მიმართულია ევროკავშირის „დიდი სამიანის“-
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის აქტივობებსა და ინტერაქციაზე
კრიზისის მენეჯმენტის პროცესში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მხარეებს შორის
ინტერესთა პოლარიზაციის ნაკლები დონე იყო, რადგან სომალიში გაზრდილი
მეკობრეობის შედეგად დაზარალდა მათი სექტორული ეკონომიკები, მეკობრეობასა და
ტერორიზმს შორის არსებულმა კავშირმა კი გაამძაფრა მომდინარე საფრთხის აღქმა,
რამაც სახელმწიფოთა შორის კოორდინირებული ქმედება გაამარტივა, რადგან მათი
ინტერესები ფუნდამენტშივე ემთხვეოდა ერთმანეთს და ასევე, ევროკავშირისას. ამავე დროს, ზემოაღნიშნული საფრთხეების გასანეიტრალებლად საერთო თავდაცვისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმატში მოქმედება იყო ნაკლებ დანახარჯებთან და
რისკთან დაკავშირებული. აღნიშნული კი ნათელს ჰფენს ევროკავშირის საერთო
თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკმაოდ დინამიური, სწრაფად
განვითარებადი და ამავე დროს ძალზედ გაკრიტიკებული სფეროს არა მხოლოდ
შეზღუდვებს, არამედ შესაძლებლობებსაც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1361
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis-Tsira Shvangiradze dip.pdfკრიზისის მენეჯმენტი ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში: EU NAVFOR Atalanta (2008-2016)877.81 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

45
checked on May 1, 2024

Download(s)

395
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.