Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1315
Title: მონაცემთა ჟურნალისტიკა როგორც მნიშვნელოვანი ამბის გამოვლენის ინსტრუმენტი
Authors: ბელქანია, სალომე 
Advisor: წერეთელი, მარი 
Degree Name: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
Degree Discipline: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
მეინსტრიმ მედია
ინფოგრაფიკების ანალიზი
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
This paper will review data journalism as important story. Journalists have agreed that there are many journalistic stories hidden beyond the data. Naturally, this does not mean that all the data is interesting for the media and they must hide the interesting story behind them, but there are themes that are actively offered as media insights for several years already.
For example, the topic of elections, which has been covered by the world's leading media outlets (The New York Times, The Economist, Time, Wall Street Journal, Washington Post) with analytical and voluminous infographics.
The term New media, is no longer new for Georgian media space. For several years, Georgian media have been actively using data journalism and data visualization to cover some of the events. Data visualizations and infographics are the component of New media.
In some cases, infographics are used in articles and in various journalistic texts or video stories.

ნაშრომში განხილულია მონაცემთა ჟურნალისტიკა, როგორც მნიშვნელოვანი ამბის გამოვლენის ინსტრუმენტი. ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ მონაცემების მიღმა ბევრი ჟურნალისტური ამბავი იმალება. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს, რომ ყველა მონაცემი მედიისთვის საინტერესოა და მათ მიღმა აუცილებლად საინტერესო ამბავი უნდა იფარებოდეს, მაგრამ არსებობს თემები, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია მედია ინფოგრაგიკის სახით აქტიურად გვთავაზობს. მაგალითისთვის, არჩევნების თემატიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების მიერ (New York Times, The Economist, Time, Wall street journal, Washington post) ინტერაქციული, ანალიტიკური და მოცულობითი ინფოგრაფიკით შუქდება ხოლმე. აღნიშნული მედიასაშუალებები არჩევნების მონაცემებს, ფაქტობრივად, მხოლოდ ასეთი ფორმატით გვთავაზობენ.
კვლევის მიზანია, გაარკვიოს, რა საკითხების აღმოჩენაა შესაძლებელი მონაცემების ვიზუალიზაციით, რომელი თემების გაშუქებისას არის ეფექტური მსგავსი ტიპის ფორმატი, რამდენად აღქმადია აუდიტორიისთვის ინფოგრაფიკა, არის თუ არა იგი მონაცემების გაშუქების ძირითადი საშუალება, თუ მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და ა.შ.
საქართველოს მედიასაშუალებებიდან ინფოგრაფიკის სახით აუდიტორიას საპარლამენტო არჩევნების თემა მიაწოდა სულ ექვსმა მედიასაშუალებამ, ესენია: „ონჯი“, „ნეტგაზეთი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „ქუთაისი პოსტი“, „სამხრეთის კარიბჭე“ და „მეცხრე არხი“.
URI: https://openscience.ge/handle/1/1315
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Belkania maskomi.pdfმონაცემთა ჟურნალისტიკა როგორც მნიშვნელოვანი ამბის გამოვლენის ინსტრუმენტი1.76 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

128
checked on Apr 25, 2024

Download(s)

190
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.