Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1309
Title: არაფორმალური ურთიერთობები და კონფლიქტის განვითარება შრომით პროცესში
Authors: ტაბეშაძე, მაგდა 
Advisor: ჯორბენაძე, რევაზ 
Degree Name: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი ორგანიზაციის განვითარებაში
Degree Discipline: ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება. Organization Development and Consulting
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ჯგუფის ტიპები ორგანიზაციაში
არაფორმალური ურთიერთობები
კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები ორგანიზაციაში
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The organization is created as a union to accomplish certain types of goals and purposes which is characterized by the formal and informal rules of structure, imperious relations, divisions of labour, limited membership and rules. Members of the organization differ from each other with opportunities, values, personal and professional skills. These differences generate informal relations and conflicts within the organization.
What are informal relations? Groups which are established in the informal organization are called informal groups. People, as a rule, have common interests, general opponents or common problems. If they have a need and if there is no formal union for them to do so at informal levels they unite in groups. Bogart pointed out that "the impact of informal relations can be as strong as formal structure." (Borgatti, 2002).
What is the conflict? "Conflicts arise when one side insults the other, ignores or harms" (Karl Berkel). The cause of the conflict is also a collision of different interests, perceptions and needs. It is a phenomenon that is characteristic of all levels of human relations, ranging from interpersonal relationships to international relations. One of the factors that determine the frequency and severity of the conflict is the relationship between the members of the organization, including informal relations.

ორგანიზაცია არის გარკვეული მიზნებისა და განზრახვების შესასრულებლად შექმნილი გაერთიანება, რომელიც ხასიათდება წესების ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურით, ძალაუფლებითი ურთიერთობებით, შრომითი დანაწილებით,შეზღუდული წევრობითა და წესებით. ორგანიზაციაში შემავალი წევრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შესაძლებლობებით, ღირებულებებით, პირადი და საქმესთან დაკავშირებული უნარებით.სწორედ ეს განსხვავებები წარმოშობს ორგანიზაციაში არაფორმალურ ურთიერთობებს და კონფლიქტებს.
რა არის არაფორმალური ურთიერთობები? ჯგუებს რომლებიც ორგანიზაციაში იქმნება არაოფიციალურად,არაფორმალურ ჯგუფებს უწოდებენ. ადამიანებს როგორც წესი საერთო ინტერესები ,საერთო მოწინააღმდეგე ან საერთო პრობლემა აერთიანებთ და თუ მათ ამის მოთხოვნილება აქვთ და ფორმალური გაერთიანება ამისთვის არ არსებობს ისინი ამას არაფორმალურ დონეზე აკეთებენ და დაჯგუფებებში ერთიანდებიან.ბოგარტი აღნიშნავდა,რომ: "არაფორმალური ურთიერთობების გავლენა შესაძლოა ისეთივე ძლიერი იყოს როგორც ფორმალიზებული სტრუქტურის"(Borgatti, 2002)
რა არის კონფლიქტი? "ურთიერთკონფლიქტები წარმოიშობა, როდესაც ერთი მხარე მეორეს შეურაცყოფს,უგულებელყოფს ან უშავებს"(Karl Berkel). კონფლიქტის მიზეზია ასევე განსხვავებული ინტერესების,აღქმების,მოთხოვნილებების შეჯახება. ის არის მოვლენა როელიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისთვის,პიროვნებათშორისი ურთიერთობებიდან დაწყებული საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული.კონფლიქტის სიხშირის და სიმძაფრის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ორგანიზაციის წევრებს შორის ურთიერთობები,მათ შორის არაფორმალური ურთიერთობებიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1309
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Tabeshadze organizacia.pdfარაფორმალური ურთიერთობები და კონფლიქტის განვითარება შრომით პროცესში578.73 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

191
checked on Apr 29, 2024

Download(s)

799
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.