Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1285
Title: როგორ იცავენ პროფესიული კავშირები დასაქმებულთა უფლებებს საქართველოში?
Authors: ლომსაძე, სალომე 
Advisor: ნაცვლიშვილი, ბექა 
Degree Name: Master of Social Science
სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი
Degree Discipline: ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (European Integration and Employment relations, EIGER)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოში
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების როლი შრომითი უფლებების დაცვაში
სახელმწიფოს მიერ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების ეფექტურობა
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The following work “How Trade unions assert Employees’ rights in Georgia?” is about Trade Unions’ activities in Georgia. The Subject matter is actual nowadays, as the practice of the protection of labour mechanisms have become more significance. When we talk about the protection of labor rights, the role of trade unions is important. Do they have enough power to protect the rights of employees in Georgia? What internal and external factors influence the trade union activities and what political environment they have created? The paper will discuss Georgian trade unions in historical and political context, including interviews with Pundits and analysis of documents. Interviews with experts mainly deal with the picture of the trade unions on how the interests of the employee, what internal and external factors affect their activities and what is the dynamics of recent years in this regard. How much state has improved after the labor legislation and what is the role of international organizations in the trade unions? Interviews were conducted with the management team of Georgian Trade Unions, who talked about their internal problems and the issues that affect their activities. The results of changes in labor legislation, judicial practice in the protection of the rights of employees and the attitude of the existing authorities to their activities. The attitude of the public is also important because the trade union is associated with the adoption of certain social benefits for the public, and they express dissatisfaction with the Georgian Trade Union Confederation. It was interesting that Employers' Association did not think that anyone employed in Georgia should be protected, but must defend themselves. The interviews with focus-groups were also discussed, which was conducted with employees of JSC "Georgian Railway". The goal of the focus-groups was to interview the employers who were members of the trade unions to understand what the trade unions were doing and how they protected their rights. Because of the two trade unions in JSC "Georgian Railway", the focus-groups were made with both trade union members. In the Paper I will try to answer these questions with complete answers and present the current state of Georgian trade unions.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია თუ როგორ იცავენ პროფესიული კავშირები საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს. საკითხი დღეს საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში გახშირდა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებზე მუშაობის პრაქტიკა. როდესაც შრომის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პროფესიული კავშირების როლი ამ კუთხით. შესწევთ თუ არა მათ საკმარისი ძალა, რომ სრულყოფილად დაიცვან დასაქმებულთა უფლებები საქართველოში. რა შიდა და გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას პროფკავშირების საქმიანობაზე და რა პოლიტიკური გარემო აქვთ შექმნილი სამუშაოდ. ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს პროფესიული კავშირები ისტორიულ და პოლიტიკურ ჭრილში, მოყვანილი იქნება ექსპერტებთან ინტერვიუები და დოკუმენტების ანალიზი. ექსპერტებთან ინტერვიუები ძირითადად შეეხება პროფკავშირების დღევანდელ სურათს, თუ როგორ იცავენ დასაქმებულის ინტერესებს, რა შიდა და გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას მათ საქმიანობაზე და როგორია ბოლო წლების დინამიკა ამ კუთხით. რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა შრომითი კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ და რა როლი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს პროფკავშირების საქმიანობაში. ჩატარდა ინტერვიუები საქართველოს პროფესიული კავშირების გაეართიანების მმართველ გუნდთან, რომლებმაც ისაუბრეს მათ შიდა პრობლემებზე და იმ საკითებზე, რომლებიც მათ საქმიანობაზე ახდენს გავლენას.
გამოკვეთილი იყო შრომითი კანონმდებლობის ცვლილების შედეგები, სასამართლო პრაქტიკა დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით და არსებული ხელისუფლების დამოკიდებულება მათი საქმიანობის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან მიუხედავად ბევრი ცვლილებებისა, საზოგადოების თვალში პროფკავშირი ასოცირდება გარკვეული სოციალური შეღავათების მიღებასთან, რის გამოც გამოხატავენ ისინი უკმაყოფილებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიმართ. საინტერესო იყო დამსაქმებელთა ასოციაციის პოზიცია ადამიანის შრომის უფლებებთან დაკავშირებით, რადგან ისინი არ თვლიან, რომ საქართველოში დასაქმებულები ვინმემ უნდა დაიცვას, არამედ თავად უნდა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ასევე განხილული იქნება ფოკუს-ჯგუფებთან ინტერვიუები, რომელიც ს.ს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულებთან ჩატარდა. ფოკუსჯგუფების მიზანი იყო იმ დასაქმებულებთან გასაუბრება, რომლებიც იყვნენ პროფკავშირების წევრები, იმის გაგება, თუ რა მიზნით გაწევევრიანდნენ პროფკავშირებში და როგორ იცავენ მათ უფლებებს. ს.ს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული ორი პროფესიული კავშირის გამო, ფოკუს-ჯგუფები გაკეთდა ორივე პროფკავშირის წევრებთან. წინამდებარე ნაშრომში შევეცდები მოცემულ კითხვებს სრულყოფილი პასუხები გავცე და საქართველოს პროფესიული კავშირების დღევანდელი მდგომარეობის სურათი წარმოვადგინო.
URI: https://openscience.ge/handle/1/1285
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Lomsadze evroint.pdfროგორ იცავენ პროფესიული კავშირები დასაქმებულთა უფლებებს საქართველოში?1.16 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

135
checked on May 2, 2024

Download(s)

595
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.