Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1283
Title: შრომითი მიგრაცია და საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა
Authors: სარალიძე, გვანცა 
Advisor: ლილუაშვილი, გია 
Degree Name: Master of Social Science
სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი
Degree Discipline: ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (European Integration and Employment relations, EIGER)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოდან შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი შედეგები
საქართველოს და პაკისტანის შრომითი მიგრაციული პოლიტიკის შედარებითი ანალიზი
პაკისტანის ახალი შრომითი მიგრაციული პოლიტიკა
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Labor migration is one of the most actual and problematic issues for the domestic and foreign policy of modern Georgia. This problem has existed since first years of independence and still now represents a serious challenge for the country. Labor migration in Georgia creates as economic and demographic problems, also affects its security and stability. During the last five years migration policy has become one of the topical direction of country policy agenda. Government has put important steps on national level for managing migrations. The paper deals with study and analysis of labor migration policy of Georgia. For achieve this goal, paper has briefly discussed main reasons for labor migration from Georgia, are separated positive and negative results, that is accompanied by this process in the country; has been studied and analyzed Migration Policy in Georgia since the first years of independence, are presented and evaluated main directions, regulatory legislation and strategies of the state's migration policy and finally is emphasized the main problems and challenges, which are in terms of effective management and regulation of migration policy in Georgia. To achieve the main purpose of the work there is used policy analysis and comparative analysis method into the paper. policy analysis method gives opportunity to study, analyze and evaluate migration poliscy and also gives me opportunity of independent analysis. And the comparative analysis method gives the possibility of parallelization with Labor migration policy of another country. On the base of use this method, paper compares migration policy of Georgia and Pakistan, is revealed similarities or differences with policy implementation direction. By the use of those method, and on the based of the study of labor migration policy in Georgia and analysis of current legal base it has been established, that the existing legislation in the country is incomplete and does not comply with the current migration processes in Georgia. For the realization of state labor migration policy there is only one legislative act in the country “The Law on Labor Migration” dated on 2015, which is in the process of formation and does not comply with international standards. From here it is established, that migration policy in Georgia is inefficient in regulation and legalization direction of labor migration direction, thats why labor migration problem is still stands before the country.

შრომითი მიგრაცია ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემური საკითხია თანამედროვე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის. აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებობს და დღემდე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისათვის. შრომითი მიგრაცია საქართველოში წარმოშობს, როგორც ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემებს, ასევე გავლენას ახდენს მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიგრაციული პოლიტიკა ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებად იქცა და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეროვნულ დონეზე მიგრაციის მართვის ხელისშეწყობის კუთხით. ნაშრომი ეხება საქართველოში შრომითი მიგრაციული პოლიტიკის შესწავლას და გაანალიზებას. ამ მიზნის მისაღწევად ნაშრომში მოკლედ არის განხილული საქართველოდან შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზები და გამოყოფილია ის დადებითი და უარყოფითი შედეგები, რაც ამ პროცესს ახლავს ქვეყანაში; შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოში არსებული მიგრაციული პოლიტიკა დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან მოყოლებული დღემდე, წარმოდგენილი და შეფასებულია სახელმწიფოს მიგრაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მარეგულირებელი კანონმდებლობა და სტრატეგიები და ბოლოს ხაზგასმულია ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომელიც არსებობს საქართველოში მიგრაციული პოლიტიკის ეფექტური მართვისა და რეგულირების კუთხით. ნაშრომის ძირითადი მიზნის მისაღწევად გამოყენებულია პოლიტიკის ანალიზის და შედარებითი ანალიზის მეთოდი. პოლიტიკის ანალიზის მეთოდი იძლევა მიგრაციული პოლიტიკის შესწავლის, გაანალიზება-შეფასების და დამოუკიდებელი ანალიზის საშუალებას. ხოლო, შედარებითი ანალიზის მეთოდი იძლევა პარალელის გავლების შესაძლებლობას სხვა ქვეყნის შრომით მიგრაციულ პოლიტიკასთან. ამ მეთოდის გამოყენებით ნაშრომში შედარებულია საქართველოს და პაკისტანის მიგრაციულ პოლიტიკა და გამოვლენილია მსგავსებები ან განსხვავებები პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. აღნიშნული მეთოდების გამოყენების, საქართველოში შრომითი მიგრაციული პოლიტიკის შესწავლისა და მოქმედი სამართლებრივი ბაზის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არის არასრულყოფილი და არ შეესაბამება საქართველოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს. შრომითი მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისათვის ქვეყანაში არსებობს ერთადერთი საკანონმდებლო აქტი 2015 წლის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი, რომელიც არის ფორმირების პროცესში და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქედან დადგინდა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიგრაციული პოლიტიკა არის არაეფექტური შრომითი მიგრაციის რეგულირების და ლეგალიზების მიმართულებით, რიც გამოც აღნიშნული პრობლემა დღემდე დგას ქვეყნის წინაშე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1283
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Saralidze evroint.pdfშრომითი მიგრაცია და საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა199.47 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

449
checked on Apr 29, 2024

Download(s)

1,350
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.