Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1278
Title: დედობის იდეალი, დედის დანაშაულის სინდრომი, ემოციური და ზრუნვის შრომის გადანაწილება დედასა და ძიძას შორის
Authors: ჭელიძე, ნინო 
Advisor: ცხადაძე, თამარ 
Degree Name: Master of Social Sciences (MSocSc) in Gender Studies
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი გენდერის კვლევებში
Degree Discipline: გენდერის კვლევა. Gender Studies
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ინტენსიური დედობა
საოჯახო შრომის გენდერული დანაწილება და დედობა
საზოგადოების დამოკიდებულებები და გადაწყვეტილება ძიძის აყვანის შესახებ
დანაშაულის გრძნობა დასაქმებულ დედებში
დედების მოლოდინი ძიძის და ბავშვის ურთიერთობის შესახებ
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Motherhood is considered as a part of woman’s identity. The role of mother in our society is idealized. A woman is often evaluated by her motherhood capabilities. There are several different theories about the motherhood. Established cultural norms and expectations of the society defines ideals of motherhood. The definition of “an ideal mother” demands a woman to prioritize her family, to stay home and to take main responsibility of raising children. Patriarchal society constantly insists on women to fit in an accepted norms of motherhood and to fulfill the responsibilities that motherhood requires.
The aim of the thesis is to study attitudes towards working mothers, who are using nanny service and to identify the constructs and ideas that working mothers are using to rationalize their decision. Also, the paper analyses how women see and asses mothers work, based on its distribution between mothers and nannies, whether they feel guilty and how these attitudes affects their self-perception as a mother. In-depth Interview method was used during the research. As for respondents, women ought to be married and had a full time job. Respondents’ age, as well as the number of children they had varied.
After conducting in-depth interviews and analyzing data revealed that working mothers feel mother's guilt. They also constantly have to justify their decisions - using nanny service and try to rationalize it. In order to rationalize the usage of nanny service, mothers use economic, personal development and timing factors as their major arguments. The research has also revealed that mothers are still considered as a primary caretakers and nannies are believed to be mothers helpers, who share mothers work and not fathers. The analysis of mother-nanny relationship highlighted mother’s fear that a child might develop emotional attachment toward nannies, and not towards mother. Despite of using nanny service, mothers still take the whole responsibility for raising a child and being the ones who supports and teaches children. Such division of responsibilities help mothers not to identify themselves as a bad mother.

დედობა ქალისთვის განიხილება, როგორც ქალის იდენტობის შემადგენელი კატეგორია. ჩვენს საზოგადოებაში დედის როლი აღმატებულად არის წარმოდგენილი, ქალი ხშირად ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგი დედაა. დედობის შესახებ უამრავი განსხვავებული თეორია არსებობს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია კულტურული ნორმები და მოლოდინები, თუ როგორი უნდა იყოს კარგი და იდეალური დედა. ხშირად „იდეალური დედის“ განსაზღვრებაში მთავარ ასპექტად წარმოჩენილია ქალის მიერ ოჯახისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რაც ქალის სახლში ყოფნას და ბავშვების გაზრდის პასუხისმგებლობის აღებას მოიაზრებს. პატრიარქალური საზოგადოება მუდმივად ითხოვს ქალებისგან, რომ მოერგონ დედის შესახებ აღიარებულ ნორმებს, შეასრულონ ის მოვალეობები, რასაც დედობა მოითხოვს.
ჩემი ნაშრომის მიზანია, შეისწავლოს თუ რა დამოკიდებულებები არსებობს იმ დასაქმებული დედების მიმართ, რომლებიც ძიძის მომსახურებას იყენებენ. იმ იდეებისა და კონსტრუქციების იდენტიფიცირება, რომლითაც დასაქმებული დედები ძიძების მომსახურების რაციონალიზებას ახდენენ. ასევე, როგორ ხედავენ და აფასებენ დედის შრომის დედასა და ძიძას შორის განაწილებას ძიძის სერვისით მომსახურე დედები. განიცდიან, თუ არა დანაშაულის გრძნობას და რამდენად ახდენს ეს ყველაფერი დედების მიერ საკუთარი თავის დედობად აღქმაზე ზეგავლენას.
კვლევისთვის მივმართე თვისებრივი კვლევის სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდს. კვლევის რესპონდენტებად ავარჩიე ქორწინებაში მყოფი, სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული რაოდენობის შვილების, დასაქმებული დედები.
ატარებული სიღრმისეული ინტერვიუებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ დასაქმებული დედები განიცდიან დანაშაულის გრძნობას. გამოვლინდა, რომ დასაქმებულ დედებს მუდმივად უწევთ მათ მიერ ძიძების მომსახურების სარგებლობისთვის ახსნა-განმარტებების მოძებნა, სხვადასხვა არგუმენტებით მათი გადაწყვეტილებების რაციონალიზება. ძიძების მომსახურების რაციონალიზაციისთვის დედები იყენებენ, ეკონომიკური მდგომარეობის, პიროვნული განვითარების და დროის ფაქტორის არგუმენტებს. ასევე გამოვლინდა, რომ ბავშვზე მთავარი პასუხისმგებლობა კვლავაც დედას ეკისრება. შედეგად მიჩნეულია, რომ ძიძა ინაწილებს დედის წილ საქმიანობას და არა მამის, ძიძა მხოლოდ დედას ეხმარება. დედებისა და ძიძების ურთიერთობებიდან გამოვლინდა, რომ დედების მთავარი შფოთვის საკითხია შიში, რომ ბავშვები ძიძებთან განავითარებენ ემოციურ კავშირს, ან რომ ისინი უფრო მეტად შეუყვარდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ დედები იყენებენ ძიძის მომსახურებას, დედები თვითონ იღებენ ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობას და ძიძის მოვალეობაში, ხშირად მხოლოდ ბავშვზე ფიზიკური მზრუნველობა, მოვლა შედის. მოვალეობების მსგავსი გადანაწილებიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ დედები არ ახდენენ საკუთარი დედობის ცუდ დედად იდენტიფიცირებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1278
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Tchelidze genderi.pdfდედობის იდეალი, დედის დანაშაულის სინდრომი, ემოციური და ზრუნვის შრომის გადანაწილება დედასა და ძიძას შორის1.22 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

245
checked on Apr 23, 2024

Download(s)

423
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.