გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1271
სათაური: ღონისძიებების ტურიზმი თბილისში: თანამედროვე დინამიკა და განვითარების პერსპექტივები
ავტორები: ქაფიანიძე, გვანცა 
ხელმძღვანელი: იაშვილი, ია 
ხარისხის სახელი: MA in Human Geography
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი გეოგრაფია. Human Geography
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Events
Events Tourism
Strategic Planing
Festivals
Convention and Exhibition Bureau of Tourism Administration
Raise Awareness
ონისძიებები
ღონისძიებების ტურიზმი
სტრატეგიული დაგეგმვა
ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო
ცნობადობის ამაღლება
ფესტივალები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Tourism is a traveling for the purpose of recreation and leisure. Events are gaining
more importance and significance, they are different types and the key of their success is
strategic planning.
This thesis describes the modern dynamics and perspectives of development of events
tourism in Tbilisi. To determine, what are the consequences of events tourism development
in Tbilisi and Georgia, how the popularity of the country is growing and what is the purpose
for tourists to visit here, are the main questions of this work. The paper emphasizes that this
field is one of the leading in the world tourism industry. The significance of this assumption
is that tourists often visit some countries to attend an event. Consequently, we can say that
events are major motivation for tourism. Quantitative and qualitative research methods are
used to achieve the purpose set out in the work.
The first chapter is dedicated to theoretical knowledge and core concepts in this field.
There is a discussion about the meaning and types of events by different authors. In this
work it is reviewed the importance of strategic planning and implementing effective
management, which will ensure success and awareness of the event. Also, this chapter
presents the typology, forces, trends and issues related to planned events according to Donald
Getz.

ტურიზმი არის მოგზაურობა რეკრეაციისა და დასვენების მიზნით.
ღონისძიებები თანდათანობით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ტურიზმის
ინდუსტრიაში, მრავალფეროვანია და მათი წარმატების მთავარი გასაღები
სტრატეგიული დაგეგმვაა.
ნაშრომის მიზანია თბილისში ღონისძიებების ტურიზმის თანამედროვე
დინამიკის მიმოხილვა და სამომავლო პოტენციალის, პერსპექტივების განსაზღვრა.
ის, თუ რა შედეგები მოაქვს ღონისძიებების ტურიზმის განვითარებას თბილისისა და
მთლიანად საქართველოსათვის, რამდენად იზრდება ქვეყნის პოპულარობა და რა
არის ძირითადი მიზეზი, რაც უცხოელ ტურისტებს იზიდავთ აქ ჩამოსასვლელად,
კვლევის მთავარი კითხვებია. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ეს სფერო მსოფლიო
ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ამ მოსაზრების
აქტუალობას ხაზი გაუსვა იმანაც, რომ ხშირად ტურისტები მხოლოდ რომელიმე
ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმრობენ რომელიმე ქვეყანას. შესაბამისად,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღონისძიებები ტურიზმის მნიშვნელოვანი მოტივატორია.
ნაშრომში დასახული მიზნის მისაღწევად გამოყენებულია რაოდენობრივი და
თვისებრივი კვლევის მეთოდები.
ნაშრომის პირველი თავი ეთმობა ამ სფეროში არსებული თეორიული
ცოდნისა და ძირითადი ცნებების მიმოხილვას. მოცემულია ღონისძიებების არსი და
სახეები სხვადასხვა ავტორის მიხედვით. ნაჩვენებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ღონისძიებების ორგანიზატორმა შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა და
განახორციელოს ეფექტური მენეჯმენტი, რაც შემდგომში უზრუნველყოფს რაიმე
მოვლენის წარმატებას და ცნობადობის ამაღლებას. ასევე წარმოდგენილია
დაგეგმილი ღონისძიებების ტიპოლოგია, მთავარი ძალები, ტენდენციები და
პრობლემები დონალდ გეტცის მიხედვით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1271
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.Kapianidze sazgeo.pdfღონისძიებების ტურიზმი თბილისში: თანამედროვე დინამიკა და განვითარების პერსპექტივები688.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

156
checked on Sep 13, 2024

გადმოწერა

1,355
checked on Sep 13, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.