გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1260
სათაური: ბახმაროს და აიდერის (თურქეთის) საზაფხულო სამთო კურორტების შედარებითი ანალიზი
ავტორები: გამყრელიძე, ნანა 
ხელმძღვანელი: იაშვილი, ია 
ხარისხის სახელი: MA in Human Geography
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი გეოგრაფია. Human Geography
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბახმარო
ტურიზმი
აიდერი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The research deals with the mountainous summer resorts of developing regions of two countries,
Georgia and Turkey. The places that are well-known for Medicare destination. Namely, Bakhmaro,
for its unique fresh air and Ayder, as a spa-resort, because of existing baths.
The aim of this paper is the comparative research of climatic resorts of Georgia and Turkey,
Bakhmaro and Ayder. The topic presents tourism development trends on these resorts, where there
is not proper tourism infrastructure and recreation industry face to many challenges. The main
questions of our research are what kind of transformation did these resorts have in time and space,
how does the resorts provide receipt and placement of tourists, what do they offer except for a
relaxational holidays, what is the difference and what is common between Ayder, that was in our
territory in the past and now it belongs to Turkey and landmark of Guria – Bakhmaro.
The main task of the paper is to define what kind of problems do the tourists face on our
researching resorts. Furthermore, how successful services are provided by the involved sides and
how this promotes sector development, whether, the tourism is beneficial for local populations’
living conditions to get better and how this all is reflected on regional economic development.
The main object of this research is local population and tourists, who travel for relaxation or seeing
sightseeing.
The subject of the research is high mountainous resort of Guria - Bakhmaro and Ayder Plateau in
the Rize province. Their potential and the current situation.

ნაშრომში განხილულია ორი ქვეყნის: საქართველოსა და თურქეთის სამთო საზაფხულო
კურორტები. ადგილები რომლებიც ცნობილია პირველ რიგში, როგორც სამკურნალო
თვისებების კურორტის სახელწოდებით. კერძოდ: ბახმარო თავისი უნიკალური ჰაერით,
ხოლო აიდერი - სპა-გამაჯანსაღებელი აბანოებით.
ნაშრომის მიზანია: საქართველოსა და თურქეთის კურორტების - ბახმაროსა და აიდერის
შედარებითი კვლევა. თემა წარმოაჩენს ტურიზმის განვითარების ტენდენციებს აღნიშნულ
კურორტებზე, სადაც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი ტურისტული ინფრასტრუქტურა
და დასვენების ინდუსტრია ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ის თუ, როგორი
ტრანსფორმაცია განიცადეს აღნიშნულმა კურორტებმა დროსა და სივრცეში, რამდენად
უზრუნველყოფს ეს საკურორტო ზონები ტურისტების ნაკადის მიღება-განთავსებას, რას
სთავაზობს მათ პასიური დასვენების გარდა, რა განასხვავებს და რა აქვთ საერთო წარსულში
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ და ახლა თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში
მოქცეულ კურორტ აიდერს და გურიის სავიზიტო ბარათს - ბახმაროს, ჩვენი კვლევის
მთავარი კითხვებია.
ნაშრომის ამოცანაა: განვსაზღვროთ თუ რა პრობლემების წინაშე დგება ჩვენს საკვლევ
კურორტებზე მისული ტურისტი; ასევე, რამდენად წარმატებით ემსახურება ტურიზმის
სფეროში ჩართული სტრუქტურები დარგის განვითარებას, ხელშემწყობია თუ არა
ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და
რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
კვლევის ობიექტია: ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, რომლებიც
დასასვენებლად ან დასათვალიერებლად არიან ამოსულნი.
კვლევის საგანია: გურიის მაღალმთიანი კურორტი ბახმარო და აიდერის პლატო რიზეს
პროვინციაში. მათი პოტენციალი და არსებული მდგომარეობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1260
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Gamkrelidze sazgeo.pdfბახმაროს და აიდერის (თურქეთის) საზაფხულო სამთო კურორტების შედარებითი ანალიზი1.36 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

123
checked on Sep 13, 2024

გადმოწერა

538
checked on Sep 13, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.