Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1255
Title: იმიგრაციიდან მოქალაქეობამდე: მოქალაქეობის ხელმისაწვდომობა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში
Authors: სანაია, ნატო 
Advisor: მაჭარაშვილი, ნანი 
Degree Name: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: immigration
temporary residence
mobility
access to education
investment residence
transit migration
work force
იმიგრაცია
დროებითი ბინადრობა
მოაქალაქეობა
განათლების ხელმისაწვდომობა
საინვესტიციო ბინადრობა
ტრანზიტული მიგრაცია
სამუშაო ძალა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
This master's paper deals with one of the important issues of state management and public
policy, which is essentially important for each country or citizen, but in this case I (N. Sanaia)
discuss migrating policy in Georgia and the main study topic is - "Immigration to citizenship:
access to citizenship and new legislative amendments in Georgia".
The research is relevant to the extent that migratory processes are continuously occurring
around the world, which are related to a range of different aspects. Issues related to migration
in Georgia are high on political agenda.
An essential basis for research is to study immigration processes within Georgia, which
includes the period before the tighten of the migration policy in Georgia and considering the
ongoing processes immediately after tightening.
The goal of the study was to identify and analyze the strengths and weaknesses of the policy
of granting citizenship of temporary residence or granting citizenship for immigrants as a result
of new legislative amendments in Georgia.
Experts' views on immigrants and this issue have been studied using the qualitative research
methods within the current research. The amendments to the Immigration Law on 1 September
2014 were studied in detail; Considering the comparative analysis of the situation before and
after tightening of the law and assessing all the important issues related to migration policy -
access to education, work force, temporary residence, citizenship, transit movement of
immigrants, etc.

მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სახელმწიფო მართვისა და საჯარო
პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არსებითად
მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისა თუ მოქალაქისათვის, ამ შემთხვევაში
საქართველოში არსებული მიგრაციული პოლიტიკა და ძირითადი საკვლევი თემა
გახლდათ - „იმიგრაციიდან მოქალაქეობამდე: მოქალაქეობის ხელმისაწვდომობა და
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში“.
კვლევა აქტუალურია იმდენად რამდენადაც მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად
მიმდინარეობს მიგრაციული პროცესები, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა
ასპექტებთან. საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები კი მაღლა დგას
პოლიტიკურ დღის წესრიგში.
კვლევის არსებით საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფარგლებში
იმიგრაციული პროცესების შესწავლა, რაც მოიცავს მიგრაციული პროცესების კანონის
გამკაცრებამდე პერიოდს და უშუალოდ გამკაცრების შემდგომ მიმდინარე პროცესების
განხილვას.
კვლევის მიზანი გახლდათ საქართველოში ახალი საკანონმდებლო ცვლილების
შედეგად იმიგრანტებისთვის დროებითი ბინადრობისა თუ მოქალაქეობის მინიჭების
პოლიტიკის დახვეწის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და მისი ანალიზი.
მიმდინარე კვლევის ფარგლებში თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით
შესწავლილ იქნა იმიგრანტების და ამ საკითხის გარშემო ექსპერტების შეხედულებები.
დეტალურად იქნა შესწავლილი 2014 წლის 1 სექტემბერს საიმიგრაციო კანონში
შეტანილი ცვლილებები; განხილულ იქნა კანონის გამკაცრებამდე და გამკაცრების
შემდგომ სიტუაციის შედარებითი ანალიზი და აგრეთვე შეფასდა ყველა ის
მნიშვნელოვანი საკითხი რაც დაკავშირებულია მიგრაციულ პოლიტიკასთან - იქნება ეს
განათლების ხელმისაწვდომობა, სამუშაო ძალა, დროებითი ბინადრობა, მოქალაქეობა,
იმიგრანტების ტრანზიტული გადაადგილება თუ სხვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1255
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA.Thesis. Sanaia sajaro2019.pdfიმიგრაციიდან მოქალაქეობამდე: მოქალაქეობის ხელმისაწვდომობა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისაქართველოში841.98 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

55
checked on Apr 23, 2024

Download(s)

307
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.