Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1251
Title: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) დანერგვის პროცესი საქართველოში: მწარმოებელთა განწყობების კვლევა
Authors: მაღედანი, თინათინ 
Advisor: მაჭარაშვილი, ნანა 
Degree Name: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოლიტიკა
ლიტერატურის მიმოხილვა და დებატები
მგვ-ს დანერგვის პროცესი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Environmental issues are becoming more and more problematic and topical in the whole
world. Extended Producer Responsibility (EPR) which in Georgia will come into effect on
December 1, 2019, is the part of the environmental policy. EPR effects a huge amount of private
sector representatives, whose attitudes and involvement in the dialogue process might have a
great impact on the system’s efficiency. The main purpose of the research paper is to examine
the producers’ attitudes on EPR implementation process and: to identify producers’ involvement
in policy development and planning stage; to research how effectively they have been informed;
to investigate if the size of the enterprise affects the quality of the government’s communication
with the producers. The research task is to study the situation in the field of the communication
with the private sector by state authorities on the example of EPR implementation, to investigate
the international practice of EPR implementation, to learn producers’ and experts’ attitudes, to
review non-governmental and governmental reports, existing statistical data and other related
materials. The main research objects are the relevant producers, importers, trade associations and
other actors involved in the process. Based on the fact that the topic of the thesis is not wellexamined,

the main value and the originality of the research is to fill in the information gaps
existing in this field in Georgia. The following trends have been identified in the research: the
producers who were actively involved in the public-private dialogue process since the very initial
stage, are mostly large producers. As a result of the research, no significant correlation has been
identified between the producers’ early engagements in the dialogue process and their positive
evaluation of the communication from the Ministry of Environmental Protection and Agriculture
of Georgia. However, as a result of interviews with producers and experts, the poor level of
communication by the Ministry has been recognized as one of the main challenges of EPR
implementation process. Thus, a lot of producers still aren’t clear about their obligations, while
the part of the producers is not informed about the EPR at all.

გარემოსდაცვითი საკითხები მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პრობლემატური და
აქტუალური ხდება. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ), რომელიც
საქართველოში ძალაში 2019 წლის 1-ელ დეკემბერს შედის, სწორედ გარემოსდაცვითი
პოლიტიკის ნაწილია. მგვ კერძო სექტორის საკმაოდ ბევრ წარმომადგენელს შეეხება,
რომელთა განწყობებმა და დიალოგის პროცესში ჩართულობამ შესაძლოა უდიდესი
გავლენა მოახდინოს სისტემის ეფექტიანობაზე. სწორედ ამიტომ, წინამდებარე ნაშრომის
მიზანია იკვლიოს მწარმოებელთა განწყობები მგვ დანერგვის პროცესთან დაკავშირებით
და: დაადგინოს რამდენად მოხდა პოლიტიკის შემუშავებისა და დაგეგმვის ეტაპზე
მწარმოებლების ჩართულობა; შეისწავლოს რამდენად ეფექტურად მოხდა მათი
ინფორმირება; იკვლიოს ახდენს თუ არა გავლენას საწარმოს ზომა ხელისუფლების
მხრიდან მათთან კომუნიკაციის ხარისხზე. კვლევის ამოცანაა მგვ-ს დანერგვის
მაგალითზე შეისწავლოს ამა თუ იმ პოლიტიკის დაგეგმვისას საქართველოში
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კერძო სექტორთან კომუნიკაციის კუთხით
არსებული სიტუაცია, მგვ-ს დანერგვის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა,
მწარმოებელთა და ექსპერტთა მოსაზრებები, არასამთავრობო და სამთავრობო
ანგარიშები, არსებული სტატისტიკური მონაცემები და საკითხთან დაკავშირებული სხვა
მასალები. კვლევის ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ შესაბამისი პროდუქციის
მწარმოებლები, იმპორტიორები, სავაჭრო ასოციაციები და პროცესში ჩართული სხვა
აქტორები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხი ნაკლებად არის ნაკვლევი,
კვლევის ძირითად ღირებულებას და სიახლეს წარმოადგენს სწორედ იმ ინფორმაციული
ჩავარდნების შევსება, რაც ამ კუთხით საქართველოში არსებობს. კვლევაში
ტენდენციების დონეზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები: მწარმოებელთა ის
ნაწილი, რომელიც საწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული საჯარო-კერძო დიალოგის
პროცესში, ძირითადად მსხვილ მწარმოებლებს წარმოადგენენ. კვლევის შედეგად არ
გამოკვეთილა მნიშვნელოვანი კორელაცია მწარმოებლების მიერ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან კომუნიკაციის დადებითად შეფასებასა და დიალოგის პროცესში მათ ადრეულ ჩართულობას შორის. თუმცა,
მწარმოებლებთან და ექსპერტებთან ინტერვიუების შედეგად, მგვ-ს დანერგვის პროცესის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად სწორედ სამინისტროს მხრიდან კომუნიკაციის
არასათანადო დონე დასახელდა. შედეგად, არაერთი მწარმოებელისთვის ჯერ კიდევ არ
არის გასაგები საკუთარი ვალდებულებები, ხოლო მწარმოებელთა ნაწილი საერთოდ არ
არის ინფორმირებული მგვ-ს შესახებ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1251
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Maghedani sajaro2019.pdfმწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) დანერგვის პროცესი საქართველოში: მწარმოებელთა განწყობების კვლევა711.22 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

90
checked on Apr 29, 2024

Download(s)

239
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.