Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1238
Title: „რუსეთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“
Authors: კასრაძე, ნანა 
Advisor: მაცაბერიძე, მალხაზ 
Degree Name: Master of Arts in Political Science
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
Degree Discipline: პოლიტიკის მეცნიერება. Political Science
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციები
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
თანამედროვე ომის საშუალებები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
National security concept of Georgia represents the document of fundamental national values
and interests, possible and existing threats on which basis the state security development view
is established. Therefore, it has vital importance for elaboration of state security policy.
The aim of the work plan is to define the adequate impact on possible threats coming from
Russia by studying Georgian National Security Concept and to establish the relevant
approaches for prevention of these threats.
The document never loses its importance based on the importance of the document itself and
the issues covered. It could be said that the state is using the above mentioned document for
communication with the society and with other states as well.
Creation of concept in general is difficult for any state, but it is more difficult for small states
such as Georgia having a Geopolitical location as its security environment is very volatile.
The history of development starting from 1990
, the adoption of concept in 2005 and the
comparision of new 2011 concept analisys will be discussed in this work plan which shows the
changes of state view in relation of security. More namely: The issue of Russia in the process of
establishing national security view.

By means of studing methods such as primary and secondary source analisys, experimental
interviews it became obvious that the document cannot reflect the relevant reaction on modern
security challenges. Therefore, it needs to be renewed.

th

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგენს ფუნდამენტური
ეროვნული ღირებულებების და ინტერესების, ქვეყნის წინაშე არსებული და შესაძლო
საფრთხეების ამსახველ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ქვეყნის
უსაფრთხო განვითარების ხედვა, სწორედ ამიტომ მას ქვეყნის უსაფრთხოების
პოლიტიკის შემუშავებისას ფუძემდებლური მნიშვნელობა ენიჭება.
ნაშრომის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესწავლის
საფუძველზე დაადგინოს თუ რამდენად ადეკვატურად ასახავს ის, რუსეთიდან
მომდინარე საფრთხეებს და რამდენად შესაბამის მიმართულებებს აყალიბებს ამ
საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.
დოკუმენტის მნიშვნელობიდან და იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი
მოიცავს დოკუმენტი აქტუალობას არასდროს დაკარგავს. შეიძლება ითქვას, რომ
სახელმწიფო აღნიშნულ დოკუმენტს იყენებს კომუნიკაციისთვის, როგორც
საზოგადოებასთან ასევე სხვა ქვეყნებთან. ზოგადად კონცეფციის შექმნა რთულია
ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით რთულია ისეთი პატარა ქვეყნისთვის,
როგორიც საქართველოა და ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში როგორშიც ისაა,
რადგან მისი უსაფრთხოების გარემო მყიფეა.
ნაშრომში განხილული იქნება ამ დოკუმენტის განვითარების ისტორია, რომელიც 90იანი

წლებიდან იწყება, შემდეგ 2005 წელს მიღებული კონცეფციის და ახალი 2011 წლის
კონცეფციის შედარებითი ანალიზის საშუალებით ნაჩვენები იქნება, თუ როგორ
იცვლებოდა ქვეყნის ხედვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი
განხილული იქნება რუსეთის ფაქტორი ეროვნული უსაფრთხოების ხედვის
ჩამოყალიბებაში.
კვლევისას გამოყენებული მეთოდების საშუალებით, როგორებიცაა პირველადი და
მეორადი წყაროების ანალიზი, ექსპერტული ინტერვიუები, გამოვლინდა, რომ
დოკუმენტი ვეღარ ასახავს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე შესაბამის
რეაგირების საშუალებებს ამიტომ ის საჭიროებს განახლებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1238
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ma-thesis.kasradze politmec2019.pdfრუსეთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში574.31 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

99
checked on Feb 22, 2024

Download(s)

811
checked on Feb 22, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.