გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/1204
სათაური: | საგანგებო სიტუაციების გაშუქების სტანდარტი ქართულ ტელემედიაში | სხვა სათაურები: | Emergency Coverage Standard in Georgian TV Media | ავტორები: | მამისეიშვილი, დეა | ხელმძღვანელი: | კუპრაშვილი, ნათია | ხარისხის სახელი: | MA of Mass Communications in Media Studies მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში |
სასწავლო პროგრამის სახელი: | მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies) | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | ხარისხის გამცემი: | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Social and Political Sciences სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქების სტანდარტი 13 ივნისის ტრაგედია და ჟურნალისტების მუშაობა ტერორიზმის გაშუქების სტანდარტი |
გამოცემის თარიღი: | 2019 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | Master's thesis " Emergency Coverage Standard in Georgian TV Media " is a set of practical skills and experiences in which Georgian media did not have the theoretical knowledge and therefore the situation developed the standard where Georgian journalists had to work. When I decided to work on this topic, I knew from the fact that I would not have the ready subtitles or I would not have specific editions to understand "full image" but I knew that from my own "little bit of effort or experience" and my colleague friends’ "for years" experience I would have a lot to listen, to write and to summarize. The fact that I would not have to go on the cramped road and in the "emergency situation" segment, on TV media standard " virgin land" I would have to pull a little tillage and that gave me more interest and motivation. That's why I decided to interview the journalists who have been working in the Georgian media in a particular direction and maybe have objective views, recommendations and even prohibitions based on standards or frame-clichés, as well as subjective, but self-censorship and criticism. So the author of this work is not just me, they are colleagues who at the time of emergency, during the natural or unnatural situations of the so-called competitor media are under so called umbrellas, and we are unwittingly creating the standard, making mistakes, as well as succeeding and claiming to be more sophisticated, professional and to be the member of the media environment with main values. The fact that me and my colleagues were to be more specific was to create a standard together how to work in emergency situations, what to do or not, what he/she has to do, when the reporter starts and finishes, consider others’ opinions, why the professional duty firstly and then civil activism, etc. სამაგისტრო ნაშრომი ,,საგანგებო სიტუაციების გაშუქების სტანდარტი ტელემედიაში“ უფრო იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ერთგვარი ნაკრებია, რომლის თეორიული შესწავლის საშუალება ქართულ მედიას არ ჰქონდა. შესაბამისად, სტანდარტიც იმ სიტუაციამ ჩამოაყალიბა, რომელშიც ქართველ ჟურნალისტებს მოუხდათ მუშაობა. როცა ამ თემაზე მუშაობა გადავწყვიტე, იმ თავითვე ვიცოდი, რომ გამზადებული ქვეთავები, ან სულაც, კონკრეტული გამოცემები არ მექნებოდა ,,სრული სურათის“ აღსაქმელად, მაგრამ ვიცოდი, რომ საკუთარი ,,მცირესტაჟიანობიდან“ და ჩემი კოლეგა-მეგობრების ,,უხვწლიანი“ გამოცდილებიდან - მოსასმენი, დასაწერი და შესაჯამებელიც ბევრი მექნებოდა. თან ის, რომ გატკეპნილ გზაზე არ მომიწევდა სიარული და ,,საგანგებო სიტუაციის“ სეგმენტში, ტელემედიის სტანდარტის ,,ყამირ მიწაზე“, სულ მცირე ხნულის გაყვანის შესაძლებლობა მომეცემოდა, ინტერესსაც მმატებდა და მოტივაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამაგისტრო ნაშრომში იმ ჟურნალისტების გამოკითხვაინტერვიუები ჩამეწერა, რომლებიც დიდი ხანია ქართულ მედიაში კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ და ალბათ, სტანდარტებსა თუ ჩარჩო-კლიშეებზე, ისევე როგორც თვითცენზურასა და კრიტიკაზე სუბიექტური, თუმცა, შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე ობიექტური შეხედულებები, რეკომენდაციები და, თუნდაც აკრძალვები აქვთ. ამიტომ ამ ნაშრომის ავტორი მხოლოდ მე არ ვარ, ჩემთან ერთად ის კოლეგები არიან, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს, ბუნებრივი თუ არაბუნებრივი სიტუაციების დროს, კონკურენტი მედიების ე.წ. ქოლგების ქვეშ ვმუშაობთ და, ჩვენდა უნებურად, ვქმნით სტანდარტს, ვუშვებთ შეცდომებს, ისევე როგორც ვაღწევთ წარმატებებს და კიდევ უფრო დახვეწილი, პროფესიულად გამართული და მთავარ ღირებულებებზე მორგებული მედია გარემოს წევრობაზე გვაქვს პრეტენზია. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1204 |
ჩანს კოლექციებში: | სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro mamiseishvili.pdf | საგანგებო სიტუაციების გაშუქების სტანდარტი ქართულ ტელემედიაში " Emergency Coverage Standard in Georgian TV Media " | 548.28 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
122
checked on Oct 2, 2024
გადმოწერა
1,133
checked on Oct 2, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.