Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/12
Title: ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია
Authors: მუჯირი, ირინა 
Advisor: აბრალავა, ანზორ 
ცერცვაძე, მანანა 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
Degree Level: 2
Degree Grantor: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Degree Discipline: ბიზნეს ადმინისტრირება
Keywords: ბიზნეს ადმინისტრირება
ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია
ინოვაციური პროცესები
Issue Date: 2016
Abstract: სადისერტაციო ნაშრომი − „ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია“ − შედგება შესავლის, სამი თავის, შვიდი პარაგრაფისა და დასკვნისაგან, რომელსაც თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია. დანართში თავმოყრილია ჩატარებული კვლევის შედეგები. შესავალი სტანდარტული სახისაა. მასში თანმიმდევრულადაა გადმოცემული ნაშრომის აქტუალურობა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ობიექტი და საგანი, თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, მეცნიერული სიახლე და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომის პირველი თავი − „ადამიანური კაპიტალისა და ინოვაციების თეორიული არსი გლობალიზაციის პირობებში“ - მოიცავს ორ საკითხს. 1. ადამიანური კაპიტალის თეორიულ-კონცეპტუალური ანალიზი; 2. ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია როგორც ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციის შედეგი. პირველი თავი გვაცნობს ადამიანური კაპიტალის ცნებას და მისი თეორიების წარმოშობას. რომ ეს იყო მეცნიერების პასუხი დროის გამოძახილზე, პოსტინდუსტრიული, ინფორმაციული და ინოვაციური ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებაზე. ცოდნისა და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებამ ცხადყო ინტელექტუალური შრომისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების - ცოდნის ადამიანების როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკის, კონკურენტუნარიანობის ზრდაში და ამაღლებაში. მე- ХХ საუკუნის მეორე ნახევრისა და ХХI-ე საუკუნის დამახასიათებელი პროცესებია ადამიანური კაპიტალით როგორც ფიზიკური, ისე ბუნებრივი კაპიტალის ჩანაცვლება და ინვესტიციების შესაბამისი დივერსიფიკაცია. ამის შედეგად ადამიანური კაპიტალის წილი ეროვნულ სიმდიდრეში განვითარებული ქვეყნების (მაგალითად: ბელგია, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, შვეიცარია, იაპონია, ისლანდია და სხვა) ეროვნული სიმდიდრის 70-90% შეადგენს.
The dissertation - "The transformation of Human Capital and activation of innovative processes" – is structured in three chapters consists of an introduction, seven paragraphs, conclusion and attached list of references. The appendix contains the results of the research. The format of Introduction is standard. There is consistently listed the actuality of the work, the aim and the tasks of the research, object and subject, the theoretical and methodological bases, scientific innovation and its practical value. The first chapter - "The essence of the theory of human capital and innovation in the era of globalization" - covers two issues. 1. Human Capital: A Theoretical and Conceptual Analysis; 2. Activation of innovative processes as the result of transformation of human capital. The first chapter introduces the concept of human capital and its theories of origin. It was the scientists’ response to the formation of post-industrial, informative and innovative economy and society. The formation of the knowledge and innovative economy made the obvious necessity of intellectual labor and highly qualified specialists – their increasing role in economic growth, competitiveness and improvement. The 21st century and second half of the 20th century was characterized as replacement of physical and natural capital by human capital and diversification of the investments. As a result, share of human capital in national wealth of developed countries (for example: Belgium, Finland, the United States, Singapore, Switzerland, Japan, Iceland, etc.) covers 70-90% of the national wealth.
URI: https://openscience.ge/handle/1/12
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
B-ი მუჯირი დისერტაცია-2016.pdfადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია2.55 MBAdobe PDFView/Open
Show full item record Recommend this item

CORE Recommender

Page view(s) 50

43
checked on Jun 18, 2019

Download(s)

25
checked on Jun 18, 2019

Google ScholarTM

Check

Altmetric


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.