გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1158
სათაური: რუსეთის ქმედებები მოსაზღვრე სახელმწიფოების ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივების საპასუხოდ: ბალტიის ქვეყნებისა და საქართველო-უკრაინის ქეისები
ავტორები: სამხარაძე, თამარ 
ხელმძღვანელი: თურმანიძე, თორნიკე 
ხარისხის სახელი: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: რუსეთის საგარეო პოლიტიკა
ბალტიის სახელმწიფოები და რუსეთის ინტერესები რეგიონში
რუსეთის აგრესია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
This research examines the actions of the Russian Federation in response to the
prospects of integration of neighboring countries into NATO, and aims at presenting a possible
reason why the Kremlin has not used military force in response to Baltic States NATO
membership; or to prevent this process.
There is a lot of literature on Moscow's aggression against Georgia and Ukraine, but no
one has ever answered the question of why the integration of Baltic States into NATO
countered no aggressive actions from the Kremlin’s perspective. Moreover, none of the
researchers have ever compared these states in this regard.
For the purposes of the research, qualitative research methods have been used. The
hypothesis has been tested based on the theory of realism and the thesis of the Swedish
researcher Svante Cornell. He argued that the existence of autonomous formations in the
countries increases risk of third parties interference.
Conclusion states that the autonomous units in Georgia and Ukraine were used by the
Kremlin as tools to facilitate internal conflicts and to legitimize its aggressive
actions/involvement. As a rule, Russia appeals to nationalist narrative in the autonomous
regions, raising hostility between ethnic minorities and the rest of the population. In light of
absence of automous entities in the Baltic Region, the Kremlin considered it unprofitable to
mobilize ethnic Russian/Russian-speaking groups in the Baltic States.

წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს
მოსაზღვრე სახელმწიფოების ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივების საპასუხოდ და
მიზნად ისახავს, წარმოადგინოს შესაძლო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოიყენა
კრემლმა სამხედრო ძალა ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ ან ამ
პროცესის აღკვეთის მიზნით.
საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ განხორციელებულ
აგრესიაზე საკმაოდ ბევრი ლიტერატურაა დაწერილი, თუმცა არ დასმულა საკითხი
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დატოვა ბალტიის ქვეყნების ნატო-ში ინტეგრაცია
რუსეთმა უპასუხოდ. მით უმეტეს, არც ერთ მკვლევარს არ შეუდარებია ეს
სახელმწიფოები ერთმანეთთან ამ კუთხით.
ნაშრომის მიზნების მისაღწევად გამოყენებულია თვისებრივი კვლევის
მეთოდები. იგულისხმება შემთხვევების შედარებითი ანალიზი, ხოლო საკვლევი
კითხვისა და ჰიპოთეზის ახსნა ეფუძნება რეალიზმის თეორიულ სკოლასა და შვედი
მკვლევარის, სვანტე კორნელის თეზისს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ავტონომიური
წარმონაქმნების არსებობა ზრდის მესამე მხარის ჩარევის რისკს.
კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოსა და უკრაინაში
ავტონომიური ერთეულების არსებობა კრემლის მხრიდან გამოყენებული იყო შიდა
კონფლიქტების ხელშემწყობ და მისი აგრესიული ქმედებების ლეგიტიმაციის
მექანიზმად. როგორც წესი, რუსეთი ავტონომიურ რეგიონებში აპელირებს
ნაციონალისტური ნარატივით, აღვივებს შუღლსა და მტრობას ეთნიკურ უმცირესობასა
და უმრავლესობას შორის. ხოლო ავტონომიური წარმონაქმნის არარსებობის
პირობებში ბალტიის ქვეყნებში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის/რუსულენოვანი
ჯგუფების მობილიზება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ კრემლმა
არამომგებიანად ჩათვალა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1158
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.Samkharadzedip2019.pdfრუსეთის ქმედებები მოსაზღვრე სახელმწიფოების ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივების საპასუხოდ: ბალტიის ქვეყნებისა და საქართველო-უკრაინის ქეისები1.4 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

134
checked on Aug 1, 2024

გადმოწერა

807
checked on Aug 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.