Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1141
Title: სატელევიზო ანალიტიკური გადაცემა „ათვლის წერტილი"
Authors: მძინარაშვილი, ბონდო 
Advisor: ჭალაგანიძე, ნინო 
Degree Name: ჟურნალისტიკის მაგისტრი
Degree Discipline: მედია და ახალი ტექნოლოგიები. Media and New Technology
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ეთნოკონფლიქტების გაშუქება
გადაცემა „ათვლის წერტილი
თანამედროვე სატელევიზიო მედია
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Ethnic conflicts are a serious problem for the today’s world. Thus it requires appropriate
competence and qualification to cover the issue. Besides this, political aspects are also noteworthy,
because myths and narratives are created for the political reasons that occupy significant space in
the media agenda. The mass media have great responsibility while broadcasting issues related to
the conflicts. Especially, considering complication and dynamics of conflict.

It is of great importance how ethnic conflicts are used for the manipulation in the inner political
life, triggering information storm. Later, after calming down the temperature, it is transformed
into the foundation for long-term information war. During political manipulations such important
issue as ethnic conflict, becomes issue of greater public interest, consequently exposing
competencies not only politicians and experts, but also qualification of journalists.
It is vital for the society to receive impartial and balanced information related to the ethnic
conflicts, which is often impossible because of biased people engaged in the discussion of conflicts
and journalists showing indifference towards the issue. Meanwhile it is interesting, what is the
main motivation of those media outlets deliberately covering the problematic issue with straight
line and subjective factors. It is very interesting what the share of politics and who benefits from
broadcasting the problem from this point of view and not from various viewpoints.

Chaotic diversity of the Georgian media is well shown in various formats of TV or radio programs,
newspaper articles or online-platforms, when discussing ethnic conflicts as one of the serious
problems, central and secondary issues are mixed and priorities are lost, while special thematic
program does not exist at all. Due to indifferent attitude, or lack of qualifications, Georgian media
often loses when covering conflicts. The problem of media-awareness is especially exposed when
the issues requiring deep and fundamental knowledge are discussed. Researchers pay great
attention to this problem and at the same time, it becomes the issue of broad discussion in the
society.

ეთნოკონფლიქტები უმწვავესი პრობლემაა. ამიტომაც, ამ თემის გაშუქებას შესაბამისი
კომპეტენცია და კვალიფიკაცია სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური
ასპექტები, რადგან სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იქმნება მითები
და ნარატივები, რაც მასმედიის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ეთნოკონფლიქტების გაშუქებისას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, საკითხის
სიმწვავისა და დინამიკის გათვალისწინებით, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, თუ რა როლს ასრულებს შიდაპოლიტიკურ
ცხოვრებაში ეთნოკონფლიქტების თემით მანიპულირება, რაც ხშირ შემთხვევაში
საინფორმაციო შტურმის წინაპირობა, ხოლო კონფლიქტის ცხელი ფაზის გავლის შემდეგ,
ხანგრძლივი საინფორმაციო ომის ფუნდამენტი ხდება. პოლიტიკური მანიპულაციების
დროს ისეთი სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი თემა, როგორიც
ეთნოკონფლიქტებია, საყოველთაო ყურადღებას ცენტრში ექცევა და, შესაბამისად,
არამხოლოდ პოლიტიკოსების და სპეციალისტების კომპეტენციას, არამედ
ჟურნალისტების კვალიფიკაციასაც კარგად წარმოაჩენს.
საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია ეთნოკონფლიქტებთან დაკავშირებით
მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის მიღება, რაც, თემაზე საუბრით
დაინტერესებული პირების მიკერძოებისა და ჟურნალისტების გულგრილობის გამო
გართულებულია. საჭიროა იმის გააზრებაც, მასობრივი ინფორმაციის ამა თუ იმ
საშუალებას რა მიზანი ამოძრავებს, როცა პრობლემას მიზანმიმართულად სწორხაზოვნად
და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით აშუქებს. საინტერესოა, რამდენად
დიდია პოლიტიკის წილი, ვის აძლევს ხელს ეთნოკონფლიქტის სწორედ ამ კუთხით
გაშუქება და არა მრავალმხრივ წარმოჩენა.
ქართული მედიის ქაოტურ მრავალფეროვნებას არაერთი ფორმატის სატელევიზიო თუ
რადიოგადაცემა, საგაზეთო რუბრიკა და ონლაინ-პლატფორმა კარგად წარმოაჩენს,
როდესაც ეთნოკონფლიქტებზე, როგორც უსერიოზულეს პრობლემაზე საუბრისას
მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთში ირევა და პრიორიტეტები იკარგება,
სპეციალური თემატური გადაცემა კი არ არსებობს. კონფლიქტებზე საუბრისას ქართული
მედიასივრცე გულგრილობის და არაკვალიფიციურობის გამო, ხშირად აგებს.
მედიაწიგნიერების პრობლემა ყველაზე მეტად თავს იჩენს, როცა საქმე გვაქვს თემასთან,
რომელიც საფუძვლიან და ღრმა ცოდნას მოითხოვს. ამ პრობლემას ყურადღებას უთმობენ
მკვლევარები და, იმავდროულად, ფართო მსჯელობის საკითხია საზოგადოებაშიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1141
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Mdzinarashviliaxteq2019.pdfსატელევიზო ანალიტიკური გადაცემა „ათვლის წერტილი"1.44 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

58
checked on Apr 30, 2024

Download(s)

589
checked on Apr 30, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.