გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1138
სათაური: ევროკავშირის თანამშრომლობა გაეროსთან მშვიდობისა დაუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში: ცვალებადი დამოკიდებულების მიზეზები
ავტორები: ძამუკაშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: აკობია, ეკა 
ხარისხის სახელი: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ევროკავშირის თანამშრომლობა გაეროსთან კრიზისების დარეგულირების საკითხებში
ევროკავშირის ცვალებადი დამოკიდებულების მიზეზები გაეროსთან თანამშრომლობის მიმართ სამშვიდობო ოპერაციებში
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The purpose of the research is to analyze EU cooperation with the UN in the field of maintaining peace and security. Focus is made on the cooperation in peacekeeping operations.
A policy field, where EU’s involvement was minimal throughout a long period, became a priority for the EU form 2000s. Nowadays the EU is considered as one of the most important partners in crisis management, especially for the UN. The EU often conducts peacekeeping operations on the basis of the UN request. Though, the process of cooperation is changeable.
The main research question is: What causes the varying attitudes of the EU towards the UN in the field of maintaining peace and security?
The research demonstrates, that the great powers of the EU have the key role in the decision making process; decisions are made on the intergovernmental level; political and economic interests are the driving factors of the process. Accordingly, the hypothesis of the research states that the changing political and economic interests of the big states causes the varying attitude of the EU towards the UN in the field of maintaining peace and security.
The research uses the theoretical framework of Intergovernmentalism. It was originally developed for the explanation of the regional integration, but it also explains the topic that is introduced in the research and helps to analyze the hypothesis. The research uses the qualitative research method and relies on the Case Study methodology. During the research, primary as well as the secondary sources are analyzed.

ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს ევროკავშირის თანამშრომლობა გაეროსთან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, კონკრეტულად კი, ფოკუსს აკეთებს ევროკავშირის გაეროსთან თანამშრომლობაზე სამშვიდობო ოპერაციებში. სფერო, რომელშიც ევროკავშირის ჩართულობა მინიმალური იყო, 2000-იანი წლებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა. დღესღეობით, კრიზისების მოგვარებაში, ევროკავშირი მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება, განსაკუთრებით კი გაეროს მხრიდან. ევროკავშირი, გაეროს თხოვნით, ხშირად ახორციელებს სამშვიდობო ოპერაციებს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში, თუმცა თანამშრომლობის პროცესი ცვალებადია.
ნაშრომის მთავარი საკვლევი კითხვა შემდეგნაირადაა დასმული: რა განაპირობებს ევროკავშირის ცვალებად დამოკიდებულებას გაეროსთან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართ?
კვლევის პროცესში გამოიკვეთა წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი დიდი და ძლიერი სახელმწიფოების როლი. გადაწყვეტილებები ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღება. ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები კი პროცესის წარმმართველი ფაქტორებია. ამდენად, ნაშრომი ავითარებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ცვლილება განაპირობებს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროსთან თანამშრომლობის მიმართ ევროკავშირის ცვალებად დამოკიდებულებას.
ნაშრომი ეყრდნობა ინტერგავერნმენტალიზმის თეორიას, რომელიც, მართალია რეგიონული ინტეგრაციის გასაანალიზებლად განვითარდა, თუმცა ასევე კარგად ხსნის კვლევაში განხილულ საკითხს და გვეხმარება ჰიპოთეზის უკეთ ახსნასა და გააზრებაში.
ნაშრომი იყენებს თვისებრივი კვლევის მეთოდს და ქეის სთადის და ემყარება პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს, როგორებიცაა ევროკავშირისა და გაეროს დირექტივები, ერთობლივი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების დოკუმენტები, სხვადასხვა ავტორების ნაშრომები თუ სტატისტიკური მონაცემები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1138
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis. Dzamukashvili (2).pdfევროკავშირის თანამშრომლობა გაეროსთან მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში: ცვალებადი დამოკიდებულების მიზეზები503.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

89
checked on May 17, 2024

გადმოწერა

305
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.