Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1135
Title: აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი
Authors: როსტიაშვილის, ქეთევანი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: სარჩელის სახეები
აღიარებითი სარჩელი
იურიდიული ინტერესის ცნება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების სასამართლო წესით დაცვა, რასაც ემსახურება ისეთი საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, როგორიცაა სარჩელი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, აღსანიშნავია დისპოზიციურობის პრინციპის პრაქტიკული მნიშვნელობა, რომლის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას თავისი ინიციატივით ვერ დაიწყებს, ამისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა სასამართლოში წარადგინოს სარჩელი ან განცხადება, რომლითაც თავად განსაზღვრავს დავის საგანს. ამასთანავე, დასახელებული პრინციპი გულისხმობს პირის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის (განცხადების) შეტანის თაობაზე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში: სსსკ) მე-3 მუხლი].
როგორც წესი, სასამართლოს სარჩელით მიმართავენ, როცა დავა უფლების თაობაზეა, ხოლო სასამართლოს განცხადებით მიმართავენ, როდესაც არ არსებობს მოდავე მხარეები და განმცხადებლის მიზანია იურიდიული ფაქტის დადგენა. შესაბამისად, პირს, რომელსაც სურს მორე პირისაგან რაიმეს (ნივთის, ფულადი თანხის) მიკუთვნება ან მისგან რაიმე მოქმედების შესრულება ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება, ან უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა ან ასეთი ურთიერთობის შეცვლა-გარდაქმნა, მან სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს. თუმცა, აღიარებით სარჩელს მიკუთვნებით სარჩელთან შედარებით გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1135
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro rostiashvili.pdfაღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი733.11 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

212
checked on Jan 29, 2022

Download(s)

4,487
checked on Jan 29, 2022

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.