Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1128
Title: სამეზობლო ემისიებიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლები და სამართლებრივი საფუძვლები
Authors: ჯულაყიძე, ნინო 
Advisor: ზარანდია, თამარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საკუთრების უფლება
სამეზობლო ემისიები
ხმაური
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, რომელიც თავისი მნიშვნელოვნებით ადგილს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გვერდით იკავებს. საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ვითარდება. საკუთრების უფლების ბუნება მართალია აბსოლიტურია, თუმცა მისი სარგებლობის საზღვრები კანონისმიერი ნორმებითაა შეზღუდული. სამეზობლო სამართალი სწორედ საზღვრების დამდგენი იმ წესების ერთობლიობაა, რომელიც მეზობლების ყოველდღიური ცხოვრების სიმშვიდისა და სრულფასოვანი თანაარსებობის შექმნის მიზანს ემსახურება.
ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპის განმაპირობებელი ფაქტორი მაღალი კონკურენცია და ბაზარზე პირველობის დამკვიდრების მძაფრი სურვილია. ახალი საწარმოების გახსნის პირობებში სახეზე გვაქვს გარკვეული ზემოქმედებების გარემოზე და ფიზიკურ პირებზე გავრცელება, რაც დაბალანსებას საჭიროებს. ერთ მხარეს დგას მეწარმე სუბიექტი კერძო საკუთრებით და სამეწარმეო თავისუფლებით აღჭურვილი, ხოლო მეორე მხარეს ფიზიკური პირი, რომელსაც ნივთით სარგებლობაში მისი ჩამორთმევის გარეშე ეშლება ხელი. ვიბრაცია, კვამლი საწარმოო ხმაური, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ერთი მესაკუთრეს მეორის წინააღმდეგ გარკვეული მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით განაწყობს. საკუთრების უფლებით თავისუფლად სარგებლობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე დაპირისპირებული მხარეების ინტერესების დაბალანსება ისე უნდა მოხდეს რომ არ დაირღვეს ამ უფლების არსი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1128
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro djulakidze.pdfსამეზობლო ემისიებიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლები და სამართლებრივი საფუძვლები1.24 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

500
checked on Apr 25, 2024

Download(s)

2,717
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.