გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1117
სათაური: შრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოში
ავტორები: მეტრეველი, თეონა 
ხელმძღვანელი: მაჩაიძე, ოთარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მედიაცია
შრომითი დავები
აღსრულების მექანიზმები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
„საყოველთაო და ხანგრძლივი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება და მოსალოდნელია, შრომის პირობებმა, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობის მიმართ ადგილი აქვს ასეთ უსამართლობას, სირთულეებს და გაჭირვებას, წარმოქმნას იმდენად დიდი მღელვარება, რომ საფრთხის წინაშე დადგეს მსოფლიოს მშვიდობა და ჰარმონია.“ ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიზნად განისაზღვრა, რომ ის „იმოქმედებდა სამართლიანობისა და ჰუმანურობისაკენ სწრაფვით, აგრეთვე მსოფლიოში მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის სულისკვეთებით.“ ამრიგად, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ სოციალური სამართლიანობის იდეა მუდამ იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიზანი. სოციალური ურთიერთობები ადამიანთა შეხედულებების სხვადასხვაობის გარეშე წარმოუდგენელია. შეხედულებათა, წარმოდგენათა და მოსაზრებათა სხვადასხვაობა კი ბადებს კონფლიქტს, რაც ადამიანთა საზოგადოების განვითარების თანმხლებ ჩვეულებრივ მოვლენად განიხილება. სოციალური ურთიერთობებისა და სამართლიანობის დარეგულირების ერთ-ერთ მექანიზმს შრომითი დავების მედიაციის გამოყენებით მოგვარება წარმოადგენს, რადგან ის მიზნად ისახავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობის აღდგენას, რაც შრომითი სამართლის სტაბილურობის უმთავრესი გარანტია. დაძაბულობა სამუშაო ადგილზე ყოველთვის წარმოშობს პრობლემებს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური მნიშვნელობის საკითხებზე, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს როგორც მხარეებს, ისე მათ შორის არსებულ შრომით ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მიზანს. მოწესრიგებული შრომის სამართალი, დასაქმებულთა დაცული უფლებები და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონით დარეგულირებული ურთიერთობები ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1117
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro metreveli.pdfშრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოში1.37 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

259
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

1,421
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.