Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1111
Title: მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა მტკიცებულებათა მოპოვებისას სისხლის სამართლის პროცესში
Authors: მუმლაური, რუსუდან 
Advisor: ბოხაშვილი, ირინე 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: მტკიცებულება
მტკიცებულებათა მოპოვების უფლება
მხარეთა თანასწორობა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In the present thesis, it will be discussed the concept of the principles of equality and adversity of arms while obtaining evidences in Criminal Procedure. The constitutionality of the principles of equality and adversity will be reviewed in detailed, also, it will be discussed its impact on the process of evidence procuring.
It is important to be noticed that the evidence obtained based on the violation of the principles of equality and adversity of arms or encumbrance to act for obtaining evidences is the fact of violated constitutional principles and an unreasonable interference in National and International Laws.
It is vital to be noted that both arms need to be provided with equal rights to obtain evidences, especially when the national court makes a sentence, to be avoid an unlawfull conviction. Besides, providing them with equal rights formally is not an only way out. The rights to get all the evidences together for and against conviction, exchange them with another party, take part in the process of procuring evidences and, also, what’s more important, to protect the rules established by law in force, is the main and valued principle of the whole fair trial.
The Constitutional Court of Georgia has an outstanding role in this discussion, because on the based of its decisions, some articles of the Georgian Code of Criminal Procedure were declared unconstitutional. They will furthermore be discussed in detailed below in the topic.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საკითხი მტკიცებულებათა მოპოვებისას სისხლის სამართლის პროცესში. დეტალურად იქნება მიმოხილული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების კონსტიტუციური სტატუსი და მისი მოქმედება მტკიცებულებათა მოპოვების უფლების ნაწილში.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება ან ამ უფლებათა შეზღუდვის შედეგად მტკიცებულების მოსაპოვებლად ქმედების განხორციელებაში ხელისშეშლა წარმოადგენს უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ საშუალებას და შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის ფაქტს. სისხლის სამართლის პროცესში აუცილებელია მტკიცებულებათა მოპოვებისთვის თანაბარი წესების უზრუნველყოფა და მათი დაცვა, განსაკუთრებით კი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო მსჯავრდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, რადგან სწორედ მისი გადაწყვეტილებებით იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი, რათა შემდგომში მოხდეს მათი გათვალისწინებით საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცება, ასევე, მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილებათა სამოტივაციო ნაწილში სწორედ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გამოყენება და დაცვა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პრაქტიკა მაქსიმალურად არის შინაარსობრივად ინტეგრირებული ნაშრომის თავებსა და ქვეთავებში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1111
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro mumlauri.pdfმხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა მტკიცებულებათა მოპოვებისას სისხლის სამართლის პროცესში631.35 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

536
checked on May 3, 2024

Download(s)

1,293
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.