Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1105
Title: შინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი
Authors: დრიაშვილი, ნიკა 
Advisor: ხერხეულიძე, ირინე 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საპატიმრო სასჯელები და
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები
პირადი და ოჯახური ცხოვრება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სასჯელი სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და პრაქტიკულად პირზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. არ არსებობს სისხლის სამართალი სასჯელების გარეშე, შესაბამისად მოცემული საკითხი ოდითგანვე აქტუალურია. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ნოვატორულ სახეს ქართულ სამართალწარმოებაში და ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გავლენა მსჯავრდებულების მდგომარეობაზე სისხლის სამართლის მიზნების კუთხით. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ისიც, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შინაპატიმრობის ინსტიტუტის არც თუ ისე დიდი წარსულის გამო მეცნიერებაში კამათი არ წყდება მისი დადებითი და უარყოფითი გავლენის შესახებ, იმ ცალკეული უფლებების გარშემო, რომლებიც შესაძლოა ილახებოდეს მისი აღსრულების დროს. სასჯელების აღსრულება სისხლის სამართლის ყოველდღიური საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად მსოფლიოში მოცემული თემატიკის ლიბერალიზაციის პარალელურად არასაპატიმრო სასჯელების და მათ შორის შინაპატიმრობის როლი სულ უფრო იზრდება. თემა აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ იგი ეხება ქართულ სამართალწარმოებაში შინაპატიმრობის აღსრულების შემაფერხებელ ცალკეულ პრობლემებს.
ნაშრომის მიზანია საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში, არასაპატიმრო სასჯელების უპირატესობის წარმოჩენა, მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზრებების გაანალიზებით, სისხლის სამართლის მიზნების მიმართ და უშუალოდ შინაპატიმრობის, როგორც საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატიული სასჯელის განხილვა. ასევე დადებითი და უარყოფითი ეფექტის წარმოჩინება მკითხველისათვის, მათი შეპირისპირება და მართებული დასკვნების გამოტანა. ნაშრომის მიზანია, შინაპატიმრობის აღსრულების დროს მსჯავრდებულზე მოხდენილი ეფექტების გაანალიზება ლიტერატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ნაშრომში მოცემული საკითხების სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით გამოყენებული იქნება ლოგიკური, სისტემური და შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდები, წამოწყებული მსჯელობის გასამყარებლად გამოყენებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებები და პირადი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1105
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro driashvili.pdfშინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი941.5 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

245
checked on Jul 23, 2024

Download(s)

1,025
checked on Jul 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.