გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1105
სათაური: შინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი
ავტორები: დრიაშვილი, ნიკა 
ხელმძღვანელი: ხერხეულიძე, ირინე 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საპატიმრო სასჯელები და
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები
პირადი და ოჯახური ცხოვრება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სასჯელი სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და პრაქტიკულად პირზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. არ არსებობს სისხლის სამართალი სასჯელების გარეშე, შესაბამისად მოცემული საკითხი ოდითგანვე აქტუალურია. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ნოვატორულ სახეს ქართულ სამართალწარმოებაში და ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გავლენა მსჯავრდებულების მდგომარეობაზე სისხლის სამართლის მიზნების კუთხით. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ისიც, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შინაპატიმრობის ინსტიტუტის არც თუ ისე დიდი წარსულის გამო მეცნიერებაში კამათი არ წყდება მისი დადებითი და უარყოფითი გავლენის შესახებ, იმ ცალკეული უფლებების გარშემო, რომლებიც შესაძლოა ილახებოდეს მისი აღსრულების დროს. სასჯელების აღსრულება სისხლის სამართლის ყოველდღიური საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად მსოფლიოში მოცემული თემატიკის ლიბერალიზაციის პარალელურად არასაპატიმრო სასჯელების და მათ შორის შინაპატიმრობის როლი სულ უფრო იზრდება. თემა აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ იგი ეხება ქართულ სამართალწარმოებაში შინაპატიმრობის აღსრულების შემაფერხებელ ცალკეულ პრობლემებს.
ნაშრომის მიზანია საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში, არასაპატიმრო სასჯელების უპირატესობის წარმოჩენა, მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზრებების გაანალიზებით, სისხლის სამართლის მიზნების მიმართ და უშუალოდ შინაპატიმრობის, როგორც საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატიული სასჯელის განხილვა. ასევე დადებითი და უარყოფითი ეფექტის წარმოჩინება მკითხველისათვის, მათი შეპირისპირება და მართებული დასკვნების გამოტანა. ნაშრომის მიზანია, შინაპატიმრობის აღსრულების დროს მსჯავრდებულზე მოხდენილი ეფექტების გაანალიზება ლიტერატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ნაშრომში მოცემული საკითხების სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით გამოყენებული იქნება ლოგიკური, სისტემური და შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდები, წამოწყებული მსჯელობის გასამყარებლად გამოყენებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებები და პირადი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1105
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro driashvili.pdfშინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი941.5 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

245
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

1,025
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.