Options
შინაპატიმრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სასჯელის ინსტიტუტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დამნაშავეთა დასჯა, ერთგვარი სამართლიანობის აღდგენა, რომელიც, თავის მხრივ, სასჯელის ერთ-ერთი მიზანია. თუმცა, ვფიქრობ, რომ სასჯელის უფრო მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. სასჯელის ზემოაღნიშნული მიზნების ფუნქციების შესრულება არ არის დამოკიდებული სასჯელის სიმკაცრეზე. შესაბამისად, გამუდმებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონის ლიბერალიზაცია. ხდება მკაცრი სასჯელების შემსუბუქება, საპატიმრო სასჯელების არასაპატიმრო სასჯელებით შეცვლა. თავისუფლების აღკვეთა, რომელიც დღესდღეობით სასჯელის ყველაზე მძიმე სახეს წარმოადგენს , ისტორიულ წარსულში, როდესაც ის მიიღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმდროინდელი კანონის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, რადგან მან ჩაანაცვლა ისეთი სახის სასჯელები რომელთა მიზანიც პირის სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვის გამოწვევა იყო(მაგალითად სიკვდილით დასჯა). მსოფლიოში დღესდღეობით მიღებულია, რომ ნაკლებად მკაცრი, ჰუმანური სასჯელები, მათ შორის ალტერნატიული, არასაპატიმრო სასჯელები უფრო შედეგიანი და ეფექტურია.
Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Name
samagistro barabadze.pdf
Description
შინაპატიმრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით
Size
640.02 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):5572925e67126fa8999cb889408f17eb