Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1078
Title: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა
Authors: მაისურაძე, მარიამ 
Advisor: კოპალეიშვილი, მაია 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ადმინისტრაციული წარმოება
უფლებათა ქარტია
ადმინისტრაციული ოგანოები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თანამედროვე სახელმწიფოში დიდი ყურადღება ეთმობა დემოკრატიული, სამართლებრივი და კარგი მმართველობის („Good Governance“) პრინციპების შესაბამისი ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოები უშუალოდ ახორციელებენ კანონმდებლობის ზოგადაბსტრაქტული ნორმების კონკრეტიზებას, პირდაპირი კავშირი აქვთ მოქალაქეებთან და უზრუნველყოფენ სამართლის სიცოცხლისუნარიანობას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო მმართველობის სათანადო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება უდავოდ არის კანონმდებლობის სწორი გამოყენების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკული რეალიზების წინაპირობა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ სკ ძირითადი უფლების რანგში განამტკიცებს კარგი მმართველობის უფლებას. კერძოდ, სკ-მ ექსპლიციტურად დაადგინა თითოეული ინდივიდის უფლება, რომ მისი საქმე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განიხილონ სამართლიანად, გონივრულ ვადაში. ამგვარი ინდივიდუალური უფლების განმტკიცება, ამავდროულად აჩენს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტების, ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, სამართლიანად განიხილონ თითოეული მოქალაქის საქმე და, ზოგადად, საჯარო მმართველობა წარმართონ კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად. დასახელებული ძირითადი უფლების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი იქნება თუ სისტემურად და ინსტიტუციურ დონეზე არ იქნება გათვალისწინებული კარგი მმართველობა და საქმეთა სამართლიანი განხილვა თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში უნდა გაითვალისწინონ საქმეთა სამართლიანად განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1078
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro maisuradze.pdfადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა621.23 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

459
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,395
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.