Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1067
Title: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემები
Authors: ვაშაყმაძე, თინათინ 
Advisor: ტურავა, პაატა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საკუთრების უფლება
საკუთრების ჩამორთმევა
საქესპროპრიაციო ეტაპი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ინდუსტრიულ განვითარებასთან ერთად, საქართველოში ბოლო წლებია აქტიურად
მიმდინარეობს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და
სხვა საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელება
(ელექტროსადგურების, ღრმაწყლოვანი ნავსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა და სხვ.), რამაც ქმედითი გახადა
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონი და ჩამოაყალიბა გარკვეული პრაქტიკა
ექსპროპრიაციაზე. კანონმდებლობის არასრული და ბუნდოვანი რეგულაციები ერთის
მხრივ ხელს უშლის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულ
განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრეს აყენებს მძიმე სამართლებრივ
მდგომარეობაში.
1

აღნიშნული საკითხის აქტუალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 8 მაისის სხდომაზე,
პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ახლებურად აყალიბებს ექსპროპრიაციის
მარეგულირებელ ნორმებს.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია, დაადგინოს რამდენად პასუხობს
ექსპროპრიაციის მარეგულირებელ ნორმები თანამედროვე გამოწვევებს და
პრაქტიკული ანალიზით წარმოაჩინოს და გამოკვეთოს ის პრობლემატური საკითხები,
რასაც ექსპროპრიაციის ქართული მოდელი შეიცავს. წინამდებარე ნაშრომში
განხილული იქნება ყველა ის არსებითი გარემოება, რაც ერთის მხრივ აფერხებს
ექსპროპრიაციის პროცესის წარმართვას, მეორეს მხრივ კი სერიოზულ საფრთხეს
უქმნის საკუთრების უფლების კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას, ნაშრომი
შემოგვთავაზებს ამ პრობლემური საკითხების გადაჭრის სამართლებრივ მექანიზმებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1067
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro vashakmadze.pdfაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემები612.68 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

49
checked on Feb 3, 2022

Download(s)

713
checked on Feb 3, 2022

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.