Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1062
Title: თამბაქოს გლობალური ეპიდემია საქართველოში - რეკლამის ანტისოციალური შედეგები
Authors: ჭედია, ლილი 
Advisor: დურგლიშვილი, ნინო 
Degree Name: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: სოციოლოგია. Sociology
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია და საქართველო
თამბაქოს მოხმარების უარყოფითი გავლენა
თამბაქოს ნაწარმის მნიშვნელოვნად გაძვირება
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Nowadays, tobacco consumption and its negative impact on health is an important issue in the world.
Georgia faces this problem as well. Therefore, the research “Global Tobacco Epidemic in Georgia – Disfunctional Outcomes of Advertising” aims to identify tobacco advertising mechanisms and its antisocial impact in Georgia in order to facilitate the development of effective means to resolve the problem. The objectives of the research were to analyze Georgian legislation on tobacco and its compliance with the International Framework Convention, situation analysis: tobacco consumption and attitude towards strengthening tobacco legislation in Georgia, research on the role of advertising in fear reduction towards tobacco and develop recommendations against the global tobacco epidemic in Georgia.
On the first stage of the research, theoretical overview and document analysis were carried out, which reviewed the Framework Convention on tobacco control adopted in 2003 and the compliance of Georgian legislation with this Convention. The research shows that, despite the ratification and acceptance of the convention, some articles of the convention are not yet implemented in Georgia. The paper also includes analysis of The World Health Organisation’s reports on the global tobacco epidemic, survey studies on tobacco consumption, attitude towards tobacco-free environment, awareness about tobacco and influence of tobacco advertisements on children in Georgia. Based on these researches and the WHO’s reports, the paper discusses tobacco companies’ strategies implemented under ‘partial’ restrictions (where not all the restrictions, declared in the Framework Convention, are applied in the country) to increase sales. The main focus is on the advertisements and their anti-social impact, which are not prohibited by law.

დღესდღეობით მსოფლიოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება და მისი უარყოფითი გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ამ პრობლემის წინაშე დგას საქართველოც. ამიტომ სამაგისტრო ნაშრომი „თამბაქოს გლობალური ეპიდემია საქართველოში - რეკლამის ანტისოციალური შედეგები“ მიზნად ისახავდა საქართველოში თამბაქოს რეკლამის მექანიზმებისა და ანტისოციალური შედეგების იდენტიფიცირება მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებების შემუშავების ხელშეწყობის მიზნით.
კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა თამბაქოს შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო ჩარჩო კონვენციასთან, სიტუაციის ანალიზი: თამბაქოს მოხმარება და თამბაქოს კანონმდებლობის გამკაცრების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში, რეკლამის როლის კვლევა თამბაქოსადმი შიშის შემცირებაში და საქართველოში თამბაქოს გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის საწყის ეტაპზე განხორციელდა თეორიული მიმოხილვა და დოკუმენტების ანალიზი, სადაც განხილულია 2003 წელს თამბაქოს შესახებ მიღებული ჩარჩო კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ კონვენციასთან. ნაშრომში ჩანს, რომ კონვენციის რატიფიცირებისა და მიღების მიუხედავათ, საქართველოში ჯერ კიდევ არ სრულდება ამ კონვენციის გარკვეული მუხლები. ასევე, განხილულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეპორტები თამბაქოს ეპიდემიის შესახებ და საქართველოში ჩატარებული კვლევები თამბაქოს მოხმარების, თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მიმართ დამოკიდებულების, თამბაქოს შესახებ ინფორმირებულობის და ბავშვებზე თამბაქოს რეკლამის გავლენისა შესახებ. ამ კვლევებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეპორტებზე დაყრდნობით განხილულია თამბაქოს კომპანიების სტრატეგიები, რომლებსაც ისინი იყენებენ ნაწილობრივი შეზღუდვის პირობებში (იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს თამბაქოს შესახებ ყველა შეზღუდვა, რომლებიც დეკლარირებულია ჩარჩო კონვენციაში, არამედ მხოლოდ მათი ნაწილი) თავიანთი პროდუქტის გაყიდვის ხეელშეწყობის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რეკლამის იმ საშუალებებზე, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული და ამ რეკლამის ანტისოციალურ შედეგებზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1062
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ma Thesis, Tchedia sociol.pdfთამბაქოს გლობალური ეპიდემია საქართველოში - რეკლამის ანტისოციალური შედეგები1.61 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

125
checked on Apr 30, 2024

Download(s)

720
checked on Apr 30, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.