Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. რელიგიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტი
 
  • Details
Options

რელიგიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტი

Date Issued
2019
Author(s)
ხვიბლიანი, თათია  
Advisor(s)
ჭიღლაძე, ნანა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1044
Abstract
ადამიანის უფლებები საერთაშორისო ნორმებია, რომლებიც მოიცავენ ყველა
სახელმწიფოს და დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანს. ისინი განმტკიცებულია არაერთი
საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, ეროვნული კანონმდებლობით, რაც ხაზს
უსვამს მათ მნიშვნელობას თითოეული ინდივიდისთვის და ზოგადად, ყოველი
სახელმწიფოსთვის. ის ფაქტი, თუ როგორ, რა დოზითაა უზრუნველყოფილი
უფლებების ქმედითობა, მათი რეალიზება და სარგებლობა სახელმწიფოში,
პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხთან.
რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ასევე წარმოადგენს იმ
ფუნდამენტურ, ღირებულ უფლებას, რომელზედაც დგას სამართლებრივი,
დემოკრატიული და პლურალისტური სახელმწიფოს იდეა. აღნიშნულ უფლებას
უდიდესი წვლილი შეაქვს რელიგიური და საერთოდ, დემოკრატიული
პლურალიზმის დამკვიდრებაში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია
საზოგადოებრივი მშვიდობა და ჰარმონია. გასული საუკუნეების განმავლობაში
ქსენოფობიამ და შეუწყნარებლობამ, გარკვეულმა იდეოლოგიურმა წნეხმა და
სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი დოქტრინების ადამიანებზე იძულებითმა
თავსმოხვევამ, დიდი ზიანი მოუტანა არაერთ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ,
საერთაშორისო საზოგადოებამ კურსი აიღო ადამიანის უფლებათა დაცვის,
ტოლერანტიზმის დამკვიდრებისა და ინტერკულტურული დიალოგის
გაღრმავებისკენ. დღესდღეობით, იმ ფონზე, რომ უფრო და უფრო იზრდება
დაპირისპირებები რელიგიური ნიშნის მოტივით, რომ ხშირად სწორედ რელიგია
ხდება კონფლიქტების მიზეზი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის და რომ
რელიგიური თემები საფრთხესთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ არის
ინტერესის ობიექტი რელიგიის თავისუფლების ფარგლების განსაზღვრა და მისი
ქმედითობის უზრუნველყოფა ყოველი სახელმწიფოს პრიორიტეტი ვალდებულება.
ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და მათი
პატივისცემა გლობალური პრობლემაა. რელიგია უმეტეს შემთხვევაში ასოცირდება
ძალადობრივ კონფლიქტებთან, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფოს
დემოკრატიულ, შემწყნარებლურ პოლიტიკაზე. რელიგიის განსაკუთრებული
როლის გამო, ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრების პროცესში, თითოეულ
ქვეყანას ეკისრება ვალდებულება ამ თავისუფლებათა დაცულობის სტრანდარტი
შეუსაბამოს იმ საყოველთაო ნორმა-პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია
არაერთი საყოველთაო, საერთაშორისო აქტით, მაგალითად, როგორებიცაა:
„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია“, „საერთაშორისო
პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და სხვა.
რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება ქვაკუთხედია
დემოკრატიული სამყაროსი, საწინდარია ყოველ საზოგადოებაში სამართლიანობისა
და მშვიდობისა. მათი დაცვისთვის კი მნიშვენელოვანი პირობაა, როგორც
სახელმწიფოს მიერ ქმედითი პოლიტიკური დემოკრატიის განხორციელება, ისე
თითოეული ინდივიდის მიერ ადამიანის უფლებების გაცნობიერება და მათი
პატივისცემა.
Subjects

რელიგიის თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება ...

რელიგიური ნიშნით განხ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro khvibliani.pdf

Description
რელიგიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტი
Size

832.03 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):363df692ad93e2af5d88135323162053

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact