გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1000
სათაური: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
ავტორები: ტარტარაშვილი, თინათინ 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დელიქტი
ზიანი სამოქალაქო სამართალში
მტკიცების ტვირთის განაწილება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამოქალაქო ბრუნვისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია
კანონმდებლობით სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების სათანადო
მოწესრიგება. ამგვარი რეგულირების დარღვევის შემთხვევაში კი სახელმწიფოს
მხრიდან შესაბამისი რეაგირების მოხდენა, რაც თავის თავში მოიაზრებს
ჩადენილი ქმედებისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
დღემდე არსებობს უამრავი პრობლემური საკითხი, რომელიც კანონმდებლობით
არ არის მოწესრიგებული, ან რეგულირების მიუხედავად, საკანონმდებლო
ნორმები ხარვეზიანია და შესაბამის ცვლილებას და დახვეწას საჭიროებს. მათ
შორის არის დელიქტური სამართლის ნორმებიც, რომლებიც ზუსტად და
მკაცრად მოსაწესრიგებელია, ვინაიდან დელიქტური ვალდებულებების
დარღვევა ყოველდღიურად ხდება, შესაბამისად, სათანადო პასუხისმგებლობის
დაკისრების საკითხიც მუდმივად დგას დღის წესრიგში.
დელიქტური სამართალი სამოქალაქო სამართლის სისტემაში უმნიშვნელოვანეს
ადგილს იკავებს, რამდენადაც იგი აწესრიგებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხს,
როგორიცაა სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ის სამართლებრივი ინსტიტუტი,
რომელიც ეხება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად
დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1000
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tartarashvili.pdfსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება744.23 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

382
checked on May 19, 2024

გადმოწერა

1,689
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.