Publication:
მტკიცებულებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში საქართველოსა და უცხო ქვეყნებში

Thumbnail Image

Date

2018

Authors

ხორგუაშვილი, ოთარ

Journal Title

Journal ISSN

Volume Title

Publisher

Research Projects

Organizational Units

Journal Issue

Abstract

სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „მტკიცებულებების მოპოვება და დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში“. 2009 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სრულიად ახლებურად დარეგულირდა მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის წესი საკანონმდებლო დონეზე. აღნიშნულის თანახმად, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხარეთა საპროცესო უფლებაა, რომელიც თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. საქართვლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულების მოპოვებასა და დაუშვებლობას გარკვეული საფუძვლებით, ადგენს მათი კანონიერების შემოწმების სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიაა მხარეებისთვის. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება. სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცეულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის საკითხის განხილვა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით.

Description

Keywords

სისხლის სამართალი, საპროცესო კოდექსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მტკიცებულებათა ცნება, ბრალდებულის ჩვენება, მოწმის ჩვენება

Citation