Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Psychology and Educational Sciences
  6. Dissertations and Master Theses
  7. მომხმარებლის გამოცდილების (UX) პროფესიონალთა პიროვნული და შრომითი მახასიათებლების შესწავლა
 
  • Details

მომხმარებლის გამოცდილების (UX) პროფესიონალთა პიროვნული და შრომითი მახასიათებლების შესწავლა

Date Issued
2019
Author(s)
ჩიტიაშვილი, ვანცა  
Advisor
კუტალაძე, ია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Social and Political Sciences  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/802
Abstract
ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც პროდუქტისა თუ კომპანიის ეფექტურობა და
წარმატება სულ უფრო მეტად ხდება დაფუძნებული ბაზარზე კონკურენტული
უპირატესობის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება
მომხმარებელთა საჭიროებებზე, მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული
გადაწყვეტილებების მიღება და ადამიანებისთვის ისეთი პროდუქციის ან/და
მომსახურების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილებას და, საბოლოო
ჯამში, კომპანიისა თუ პროდუქტისადმი ლოიალობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მომხმარებლის გამოცდილების (UX) მთავარ მიზანს სწორედ მომხმარებელთა
საჭიროებებზე, ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქციისა თუ სერვისის
შექმნა წარმოადგენს. მომხმარებლის გამოცდილების დარგი მე-20 საუკუნის მიწურულს
ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედების უფრო ფართო დარგის საფუძველზე
შეიქმნა და ბოლო ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მთელ
მსოფლიოში. დარგის ერთერთი წამყვანი საკონსულტაციო-სატრენინგო ორგანიზაცია
ნილსენ-ნორმანის ჯგუფის (Nielsen-Norman Group; NN’G) მიერ ჩატარებული ანალიზის
მიხედვით, მომხმარებლის გამოცდილების დარგში მომუშავე ადამიანთა რიცხვი
დღეისთვის დაახლოებით მილიონს აღწევს და ამ რიცხვის ზრდა მომდევნო 30 წლის
მანძილზე 100-ჯერ არის მოსალოდნელი. [13] ამ დარგის მიმართ ინტერესი
საქართველოშიც დღითიდღე მატულობს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართული
კომპანიები უფრო და უფრო მეტად მიმართავენ მონაცემებით მართულ (data-driven)
გადაწყვეტილების მიღების გზებს და ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ
ქართულ კომპანიაში გაჩნდა UX პოზიციები.
Subjects

UX

Degree Name
Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology
Degree Discipline
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (MA). Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology (MA)
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro chitiashvili.pdf

Description
მომხმარებლის გამოცდილების (UX) პროფესიონალთა პიროვნული დაშრომითი მახასიათებლების შესწავლა
Size

1.87 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):b1f2f1b254a7b7e670a67f95d344ab9b

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings