Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. East European University
  4. იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
  5. დასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოში
 
  • Details

დასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოში

Date Issued
2019
Author(s)
მანელოვი, დენის  
Institution
East European Univeristy  
Faculty
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  
Publisher
East European Univeristy  
URI
https://openscience.ge/handle/1/2186
Abstract
დღევანდელ საქართველოში საკმაოდ მწვავე და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა არის უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. ადამიანი ითვლება უმუშევრად, თუკი ის სასურ -ველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს ადამიანი ითვლება უმუშევრად თუ მას არ აქვს სამუშაოანაზღაურებით. რათქმაუნდა თუ ვამუშავებთ ადამიანებს ისეთ ხელფასზე, რომელიც სასურველზე დაბალია ან თუნდაც უხელფასოდ, მაშინ ყველას დასაქმებას შევძლებთ, რაც ეწინააღმდეგება მიღებულ კანონს.
ახლა, საქართველოში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა, შესაბამი -სად სასურველი ანაზღაურებით სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, რის შედეგადაც მოქალაქეს უბრალოდ არ უღირს არასასურველ ხელფასზე მუშაობა, რადგან მათ აქვთ სრული თავისუფლე -ბა არჩევანის გაკეთებაში, ცდილობენ სხვა ქვეყანაში იპოვონ სასურველი სამსახური სასურველი ანაზღაურებით, ან საარსებო მინიმუმი მიიღოს სოფელში მიწის დამუშა -ვების, ფერმების განვითარების შედეგად.
NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 67% თვლის, რომ საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხი არის სამუშაო ადგილების უკმარისობა. NDI-ის კვლევის შედეგმა გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 67% თავს უმუშევრად თვლის, საქსტატის მიხედვით კი უმუშევრობის დონე 12.5% იყო. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რატომ არის ასეთი სხვაობა ოფიციალური სტატისტიკისა და სოციოლოგიური კვლევების შორის.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ რატომ არის ასეთი სხვაობა საქსტატის და სოციოლოგების კვლევების შორის, ხშირ შემთხვევაში მოქალაქე არის დასაქმებული არასასურველ სამსახურში და აქვს დაბალი ხელფასი რითაც ვერ იღებს მისთვის სასურველ შედეგებს და თვლის თავს უმუშევრად, მაგრამ სტატისტიკა ითვლის რეალურ ფაქტებს - ადამიანბი მუშაობენ, მათ აქვთ ხელფასი, შესაბამისად ისინი არიან დასაქმებულები.
Subjects

დასაქმების პროგრამები...

საქართველოს შრომის ბა...

დასაქმების სახელმწიფო...

Degree Name
Master of Public Administration
Degree Discipline
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

denis manelovi.pdf

Description
დასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოში
Size

794.32 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):e1517532a5efe90b516b08d7ce5963ed

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings