Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. კორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს
 
  • Details

კორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს

ამავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N ას-1307-1245-2014 გადაწყვეტილების კრიტიკისათვის
Date Issued
2019
Author(s)
ნოზაძე, მარიამ  
Advisor
ბურდული, ირაკლი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/889
Abstract
შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმა მნიშვნელოვანი
მონაპოვარია სამართლის ისტორიაში. სწორედ ეს ინსტიტუტია, რომელიც აძლევს
პირებს სტიმულს, თამამად წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, რაც, საბოლოო ჯამში,
სახელმწიფოს ეკონომიკაზე აისახება. კორპორაციის ამგვარი სტრუქტურა,
დამფუძნებელ პარტნიორს, აძლევს საშუალებას, კომპანიის პასუხისმგებლობა,
კრედიტორების წინაშე, კომპანიისავე ქონებით შემოფარგლოს, თავად კი დარჩეს
დაცული მისი ვალდებულებებისაგან. თუმცა, ასეთი პრივილეგია, ყოველთვის თავის
ტკივილია კრედიტორებისთვის, ვინაიდან, შესაძლოა, ერთხელაც, ასეთი
საწარმოსგან, ვალდებულების შესრულება მოითხოვო და აღმოაჩინო, რომ
ამისათვის, მას საკმარისი სახსრები არ გააჩნია. ასეთი შედეგი, სამეწარმეო
საქმიანობის რისკებიდან გამომდინარე, ბუნებრივია და კანონის თვალშიც
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ კი
პირები, შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივ ფორმას, ბოროტად
გამოიყენებენ და ამით კრედიტორებს აყენებენ უსამართლო ზიანს. იქ, სადაც
არსებობს პრივილეგია, ასევე არსებობს ალბათობა იმისა, რომ მას, პირები, ბოროტად
გამოიყენებენ. ასეთი ქმედების შედეგები, შეიძლება, განსაკუთრებით მწვავე
აღმოჩნდეს, როდესაც გადახდისუუნარო საწარმოს კრედიტორი თავად
სახელმწიფოა.
საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე, გადასახადების გადამხდელად
რეგისტრირებული პირი, ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით
დადგენილი გადასახადი, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გადასახადებისათვის თავის არიდება, ქართული კანონმდებლობით, დანაშაულებრივ
ქმედებას წარმოადგენს. ამ დროს, პირები, გადასახადების დამალვით, თავს არიდებენ
კუთვნილ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო კი იმ კორპორაციული
საფარველის წყალობით, რომლითაც საწარმოს უკან მოქმედი პირები იმოსებიან,
შესაძლოა, დაზარალებული აღმოჩნდეს. ასეთი შედეგების წინააღმდეგ, გამჭოლი
პასუხისგებლობის დოქტრინა ეფექტური ინსტიტუტია, რომლის გამოყენებაც,
ქართული სამართლის პრაქტიკაში, უახლეს და უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს
წარმოადგენს. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება მწირია, თუმცა, ამის მიზეზებს,
საქართველოში განვითარებული მოვლენები, ნათლად წარმოაჩენს.
Subjects

გადასახადებისათვის თა...

პარტნიორის პასუხისმგე...

დირექტორის პასუხისმგე...

სოლიდარული და სუბსიდი...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro nozadze.pdf

Description
კორპორაციული საფარველის გარღვევა შეზღუდული პასუხისმგებლობისას საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების დროს
Size

1.07 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):fab23a2058776cdb7359279797a81a80

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings