Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები
 
  • Details
Options

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები

Date Issued
2019
Author(s)
ბეჟუაშვილი, ნინო  
Advisor(s)
აქუბარდია, ირინა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/935
Abstract
თემის აქტუალობა. თემის აქტუალურობას განსაზღვრავს ის, რომ ზოგადად, და
საქართველოშიც, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა სენსიტიურ
თემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, როდესაც ადგილი ჰქონდა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რამდენად უზრუნველყოფს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას სისხლის
სამართალწარმოებისას.
მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, პირადი ცხოვრების დაცვა
თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ფიზიკური პირების
პირად სფეროში ჩარევის აკრძალვა, პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციაში გაიწერა 1948 წელს. დეკლარაციის მე-12 მუხლი
კრძალავს, თვითნებურ ჩარევას პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, საცხოვრებელსა და
მიმოწერაში, ისევე როგორც პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ასეთი ჩარევა
იკრძალება, როგორც ფიზიკური პირების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლებას ეხება ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც
აღიარებს და იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ეს მუხლი
ავალდებულებს სახელმწიფოებს, არა მხოლოდ თავი შეიკავონ ამ უფლებაში
ჩარევისაგან, არამედ აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვან პირადი და
ოჯახური ცხოვრების უფლება.
ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს განიხილავს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. სასამართლოსთვის
მიმართვის უფლება აქვთ ინდივიდებს, ინდივიდთა ჯგუფებს, არასამთავრობო
ორგანიზაციებს ან იურიდიული პირებს კონვენციის შესაძლო დარღვევასთან
დაკავშირებით. კონვენციის მერვე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით
სასამართლოს არაერთი საქმე განუხილავს, მათ შორის საქართველოდანაც.
Subjects

პირადი ცხოვრების ხელშ...

სისხლის სამართლის პრო...

საპროცესო-სამართლებრი...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro bezhiashvili.pdf

Description
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საპროცესო-სამართლებრივი გარანტიები
Size

1.72 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):1d903fb2c77484fb432c381c4763aa0c

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact