Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები
 
  • Details
Options

საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები

Date Issued
2019
Author(s)
ყიფიანი, ნინო  
Advisor(s)
ხუბაშვილი, თამარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1024
Abstract
საკუთრების უფლება ისეთი ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია
დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა
მხოლოდ არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის
თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას,
ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
„ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი
საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული
ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ
სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს
ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას
ეყრდნობა“.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის,
მისი ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო,
არის და იქნება მომავალშიც, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემს სამაგისტრო ნაშრომში
განმეხილა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და
სახელშეკრულებო ფარგლები, შეზღუდვის სახეები, პრაქტიკაში არსებული
პრობლემური საკითხები და დამესახა მათი გადაჭრის შესაძლო გეგმები.
ნაშრომი შესრულებულია კვლევის შედარებითი და ანალიტიკური მეთოდის
გამოყენებით და შედგება 6 ძირითადი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის
მიმოხილული საკუთრების ულების ცნება და შინაარსი, საკუთრების უფლების
აბსოლუტური ბუნება. მეორე ნაწილში განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საკუთრების
შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და ფარგლები ქართული და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
ნაშრომის მესამე ნაწილი ეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის
სამოქალაქოსამართლებრივ საფუძვლებს, განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის ფარგლები სამეზობლო სამართლის კუთხით, განხილულია უფლების
ბოროტად გამოყენების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს პრაქტიკა და
აუცილებელი გზის სამართლებრივი ბუნება ქართული და გერმანული
კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და
შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ჩემეული ხედვა.
Subjects

საკუთრების უფლების ცნ...

საკუთრების უფლების შე...

სახელშეკრულებო ფარგლე...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kifiani.pdf

Description
საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები
Size

673.74 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):f65c267a9f5704a379c6c4fd64a7d887

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact