Publication:
The "mines" of "new worldviews" in Georgian culture

Thumbnail Image

Date

2023

Authors

Sikharulidze, Baia

Journal Title

Journal ISSN

Volume Title

Publisher

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

Research Projects

Organizational Units

Journal Issue

Abstract

დღევანდელი გადასახედიდან, ბოლშევიკური მმართველობის პირველი წლების (1922-1927) მსოფლმხედველეობრივი დაკვეთა-ზენაშენის იდენტიფიცირება თითქოს არ უნდა ყოფილიყო რთული, მაგრამ ჯერჯერობით, უახლესი ისტორიის ანალიზი და მისი იდეოლოგიური „ნაღმებისგან“ გამონთავისუფლება ისევ ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა. ბოლომდე არ არის გაცნობიერებული იმ „ისტორიული ზენაშენ(ებ)ის“ კვალი და შედეგები, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაეშენა ქართულ (და არამარტო), ცნობიერებას, და დღევანდელი სოციო-კულტურული ვითარება განაპირობა. თუმცა, ის მიზნები, რასაც ბოლშევიკური „მსოფლმხედველობის ამგები მანქანა“ ემსახურებოდა, დღეს ცხადია, არ გვიკვირს თუნდაც „ბოლშევიკური პერიოდის მეცნიერთა დაშინება-გადაბირების ფაქტები, და მაინც, - ნაკლებად არის გამომზეურებული ხელოვნურად შექმნილი კულტურის ასპექტები, რაც საბჭოების სასიცოცხლო ინტერესს გამოხატავდა და ფართო საზოგადოების ხალხის ცნობიერებაში „ახალ“ მომავალს აგებდა. ამ თეორიას ამყარებდა საბჭოთა ქართველ მეცნიერთა კორპუსი, რომელთა შეხედულებებს ეყრდნობოდნენ უცხოელი სწავლულები თუ ისტორიკოსები. ქართული საბჭოთა მეცნიერების მიერ შექმნილი „ტრანსფორმირებული“ იდენტობები დღესაც ზემოქმედებს, და სხვადასხვა უცხოურ თუ ქართულ თანამედროვე სამეცნიერო წრეებზე კვლავ ახდენს გავლენას. საბჭოთა პერიოდში აღიარებული სამეცნიერო კადრები, რომლებიც აპოხიერებდნენ ახალი საბჭოთა იდენტობის შესაქმნელ მანქანას, ერთად ჩარხავდნენ რა ახალი იმპერიული ფასეულობების ქვეშ დაპყრობილ ერებს, როდესაც საკუთარ თავზე იღებდნენ რა ახალი ცნობიერების დამნერგავის როლს. გასაბჭოებიდან 100 წლისთავის მოახლოებასთან ერთად, სასურველია და უნდა გაცხადდეს კულტურულ-ისტორიული ზენაშენი, იდეოლოგიური ფსევდომეცნიერული „მიგნებები,“ და ჩვენი ცნობიერება, რომელიც ამ მოსაზრებებს ორგანულად მიიჩნევს, რეალური სურათის აღსაქმელად გამონთავისუფლდეს. დღეს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის შემდეგ, სასურველია შეფასდეს ცნობიერების რა რისკები მოამზადა ზემოთაღწერილი იდეოლოგიზებულმა მეცნიერებამ.

Description

Keywords

Georgian Scripts, Soviet regime

Citation

Collections