Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Georgian Patriarchate St. Tbel Abuseridze Teaching University
  4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. ინტერაქტიული სწავლება და შემაჯამებელი დავალებები
 
  • Details
Options

ინტერაქტიული სწავლება და შემაჯამებელი დავალებები

Date Issued
2019
Author(s)
ცინცაძე, თამარ  
Advisor(s)
ხალვაში, ხათუნა  
Institution
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  
Faculty
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი  
URI
https://openscience.ge/handle/1/2241
Abstract
ნაშრომში „ინტერაქტიული სწავლება და შემაჯამებელი დავალებები“ აღნიშნულია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სწავლა-სწავლების ისეთი გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვას, შემაჯამებელი დავალებების ეფექტურობასა და სრულყოფას.
თემის მიზანია მასწავლებელმა კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდები და ხერხები, რომელიც ეფექტურსა და მოსწავლეებისათვის საინტერესოს გახდის როგორც გაკვეთილს, ისე შემაჯამებელი დავალებების ჩატარების პროცესს.
ნაშრომზე მუშაობის მიმდინარეობისას განვიხილეთ და დავამუშავეთ საკითხთან დაკავშირებული კვლევები, პედაგოგების მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებები და წყაროები, რომლებიც უკავშირდებოდა შემაჯამებელ დავალებებს. ჩავატარეთ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა შუახევის, ქედის საჯარო სკოლებსა და ბათუმის კერძო სკოლებში. კვლევის განხორციელების ძირითად მეთოდად გამოვიყენე ანკეტირების, ტესტირებისა (ღია და დახურული კითხვები) და ინტერვიუს მეთოდი. გამოვიკვლიე თუ შემაჯამებელი დავალების რა ფორმას ანიჭებდნენ უპირატესობას, რა ფორმის შემაჯამებელ დავალებებს ატარებდნენ ხშირად. ასვევე დავინტერესდი მასწავლებელთა მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების ეფექტურობით, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე რამდენადაა მორგებული შემაჯამებელი დავალებები.
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გვაქვს რეკომენდაციები, რომელიც უთუოდ ეფექტური იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.
ნაშრომის გამოყენება შეუძლიათ სტუდენტებსა და პრაქტიკოს მასწავლებელს, დიდ დახმარებას გაუწევს სკოლაში წარმატებული მოღვაწეობისა და კარიერული წინსვლისათვის.
თემა მოიცავს შესავალს, სამ თავს, ცხრა პარაგრაფს, დასკვნასა და ლიტერატურის დასახელებას.
Subjects

ინტერაქტიული სწავლება...

მასწავლებელსა და მოსწ...

საგაკვეთილო პროცესი

Degree Name
განათლების მაგისტრი
Degree Discipline
განათლება
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Tamar Tsintsadze Samagistro.pdf

Description
ინტერაქტიული სწავლება და შემაჯამებელი დავალებები
Size

635.63 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):fb27fc7a4b86d2872072ee7a8e6aebe0

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact