Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი
 
  • Details

ინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი

Date Issued
2019
Author(s)
კაკაბაძე, გვანცა  
Advisor
შალიკაშვილი, მორის  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/985
Abstract
დაბადებიდან, თითოეული ჩვილი ხდება იმ საზოგადოების განუყოფელი
ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორ აღზრდასა და განვითარებაზე.
ბავშვი, საკუთარი „მე“-ს განვითარებას, გარშემო მყოფ ადამიანებზე დაკვირვებითა
და მათი საქციელის მიბაძვით იწყებს, რის შედეგადაც უყალიბდება ის პრინციპები
და ფასეულობები, რომელთა დაცვითაც სურს წარმართოს თავისი მომავალი.
არასრულწლოვნობის პერიოდი არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი.
არასრულწლოვნის ან მოზარდის ზოგადი ცნება არ არსებობს. ეს არის ბავშვობასა
და ზრდასრულობას შორის პერიოდი. საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ცდილობს განმარტოს არასრულწლოვნის დეფინიცია და
მიუთითებს, რომ ეს არის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
არასრულწლოვნებისა და მოზრდილობის პერიოდი, არის პიროვნების
ჩამოყალიბების ასაკი, რომელიც დინამიკურობით, ცვალებადობით გამოირჩევა.
სწორედ ამ დროს, არასრულწლოვანი აღწევს გარდატეხის ასაკს, რომელსაც,
ფსიქოლოგები ახასიათებენ, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისულ
პერიოდს, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი
სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება; ეს პერიოდი გარდატეხაა
ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულია სწორედ იმიტომ, რომ პირი უკვე
აღარაა ბავშვი, მაგრამ არც - მოზრდილი.
სწორედ ამ დროს, პიროვნებაში ხდება
ღირებულებების გადაფასება, საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება
და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თუმცა, ამ ასაკთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ ბევრი მოზარდი თავისი მომავლის განჭვრეტისას, მხოლოდ
სასურველ შედეგზეა ორიენტირებული და არა იმ გზებსა თუ საშუალებებზე,
რომლებიც აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე,
ხდება იმ მატერიალური ნორმებიდან გადახრა, რომლებიც დადგენილი და
გაბატონებულია ამა თუ იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენს რეალობაში, თანდათან უფრო
პრობლემური და აქტუალური ხდება.
Subjects

არასრულწლოვანთა დანაშ...

არასრულწლოვნისადმი ინ...

ქართული მართლმსაჯულებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kakabadze.pdf

Description
ინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი
Size

508.72 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):480870e697b9fe79e384ce01dbf0077a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings