Options
Fund Management: Archive Unit as an Artifact and its Super-normative Nature
Journal
Caucasus Journal of Social Sciences
ISSN
2960-9380
1512-3677
Date Issued
2011
Author(s)
Publisher
The University of Georgia
Abstract
მართვის სისტემებიდან კულტურული მემკვიდრეობის მართვა წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს სისტემას. მენეჯმენტის უმთავრესი საკითხი სწორი სტრუქტურირება და სტრუქტურათა ჰარმონიზაციაა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ ფონდების მართვა და მათი სწორი პრინციპით კოლექცირება, ერთეულის
თუ მთელი ფონდის სწორი სააღრიცხვო სისტემის შექმნაა. კოლექციის მართვის თვალსაზრისით, აუცილებელია ფონდის თუ საფონდო ერთეულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის დაცვა და, ნებისმიერი საფონდო ცვლილების გათვალისწინებით, ამ ინფორმაციის შენარჩუნება; ამ მიზნით ხდება სპეციალური ლიტერების შემუშავება (ლიტერი – როგორც ძირითადი მონაცემის აღმნიშვნელი). ფონდების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი ფონდსაცავების შექმნა, კოლექციების მოზიდვა, ფონდების გაზრდა და კოლექციებზე საკუთრების უფლების მოპოვება, კატალოგიზაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზების აპრობირება - მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. აუცილებელია მძლავრი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამსახურის ამოქმედება და დიგიტალიზაცია – როგორც ორიგინალების დაცვის საშუალება. კულტურული მემკვიდრეობის მართვა მოიაზრებს მასალის პოპულარიზაციის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებების გამოყენებასაც: ექსპონირება–გამოფენა, როგორც შემეცნებით–საგანმანათლებლო საშუალება; სპეციალური სალექციო კურსები მასალის ვიზუალიზაციის თანხლებით და სხვა. კულტურული მემკვიდრეობის მართვაში ფონდის მცველს, როგორც მასალის მცოდნე ექსპერტ–კონსულტანტს, უმთავრესი როლი ენიჭება. ამიტომ ჩვენ მას მოვიაზრებთ როგორც მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერს. საფონდო მასალებიდან განსაკუთრებით საინტერესო თავისებურებებით ხასიათდება საარქივო ფონდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. საარქივო დოკუმენტები თავისთავად იმუხტება მოღვაწის პერსონალური მონაცემებით, მისი ე. წ. “ფსიქოლოგიური ნიშნებით”. პიროვნება აზროვნების პროდუქტის გრაფოლოგიური ფორმით გადმოცემის დროს “გასცემს” საკუთარ თავს. პიროვნების რთული ფსიქიკის კვალით – განწყობებით, ფიზიოლოგიური მდგომარეობებით, გარემომცველი გარემოდან მომდინარე ფაქტორებით, საკუთარი უნარებითა და ჩვევებით, ცნობიერისა და ქვეცნობიერის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ატიპიური ქმედებებით – აღიბეჭდება თითოეული ავტოგრაფული ნიმუში. საარქივო ერთეული, რომელსაც ეთნიკური მეხსიერების დაცვა და შენარჩუნება შეუძლია, ამავე დროს, შეიცავს ზემოთ აღნიშნული ტიპის საკვლევ ნიუანსებს, არტეფაქტია, კულტურული მემკვიდრეობაა. ამ მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის საყოველთაო პოლიტიკას ნორმატიული აქტები საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს. წლების მანძილზე ხელნაწერთა ინსტიტუტში გრიფით “არ გაიცემა” – მიმოქცევიდან იყო ამოღებული მთელი რიგი საარქივო ერთეულები მათი აკრძალვის არცთუ მრავალფეროვანი კრიტერიუმების საფუძველზე. თავის დროზე მკითხველებზე არ გაიცემოდა ანტიკომუნისტური პროპაგანდის ამსახველი არც ერთი დოკუმენტი. მეორე მხრივ, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ავტორიტეტულობისა და მათ შესახებ უკვე არსებული დადებითი საზოგადოებრივი აზრის გამო, მიმოქცევიდან იყო აგრეთვე ამოღებული ამ პიროვნებების საკმაოდ შემწყნარებლური ხასიათის მიმოწერა რევოლუციისა და კომუნისტური პარტიის მესვეურებთან. XX საუკუნის მეორე ნახევრის ე. წ. “ახალ” არქივებში სარეკომენდაციო-საპროტექციო ხასიათის ურთიერთობების ამსახველი მასალა გამოვლინდა, რაც, ბუნებრივია, არა მხოლოდ პირად კონტაქტებში, ამ საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უფრო პირად წერილებში ვითარდება. “ახალ” არქივებში საარქივო ერთეულთა დიდი წილი მოდის ამ ტიპის მასალაზე. რაკი საარქივო მიმოქცევის სისტემა აბსოლუტურად ღიაა, ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ამ მასალით სარგებლობა. ზემოთ მოყვანილ სირთულეებთან ერთად, ამ ტიპის მასალის დამცველ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ეთიკური პრობლემების წინაშე აყენებს არამხოლოდ ამ წერილების ადრესატების კარგი რეპუტაცია, არამედ იმათი ვინაობებიც, ვინც ეს წერილები გამოგზავნა და ვისაც ისინი შეეხებოდა. რაკი ამგვარ საკითხებს კანონი არ არეგულირებს, ასეთ ვითარებაში ორგანიზაციებს თვითონ უწევთ ალტერნატიული გზების ძიება. ამ ტიპის საკითხები, ბუნებრივია, ვერ რეგულირდება სამართლებრივი აქტებით, ამიტომ არქივარიუსთა მხრიდან სპეციფიკურ, ოპტიმალურ, დროსა და კონკრეტულ ვითარებასთან მისადაგებულ მიდგომებს მოითხოვს. კანონი, თავისი რეგლამენტირებული, ზღვრულად ზუსტი, კონკრეტული, ხშირად ფორმალური ბუნებით, ბოლომდე ვერ იტევს ზნეობისა და ეთიკის ფენომენს. სწორედ ეს იწვევს სირთულეებსა და ცდომილებებს. მიუხედავად იმისა, რომ ეთიკა ყოველთვის ადამიანთა პირად ძალისხმევაზე დგას, ამ ვექტორით ყველაზე რთულ სისტემაშიც კი არსებობს ალტერნატიული გზა.

File(s)
Loading...
Name
ფონდების მართვა: საარქივო ერთეული როგორც არტეფაქტი და მისი ზენორმატიული ბუნება
Size
2.71 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):faad2b7fe13d429440919682fc06ac60