Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან
 
  • Details

იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან

Date Issued
2019
Author(s)
ღვინაშვილი, გვანცა  
Advisor
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1028
Abstract
ადამიანი, როგორც გონითი არსება, უფლებამოსილია თავისუფლება ჰქონდეს, რაც
თავისთავად მოიცავს თავისუფალ გონს. იგი, როგორც თავისუფალი, არის
თავისთავად მოაზროვნე და თავისუფალი გონითი ნება.
ნება პირის შინაგანი,
სუბიექტური ნდომაა რაიმეს მიმართ. ხოლო გარიგება, როგორც პირებს შორის
სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის
საფუძველი, სოციალურ საზოგადოებაში პირის თავისუფალ ნებაზეა დამყარებული.
შესაბამისად, ნების არსებობის გარეშე აზრს მოკლებულია გარიგებაზე მსჯელობა.
გარიგების იდეა მოქმედი პირის გონებაში წარმოიქმნება და სათანადო
გამოცხადების საშუალებით გამოიხატება.
სამოქალაქო სამართალი დამყარებულია პირთა ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებზე. შესაბამისად, სამართლებრივ
ურთიერთობებში პირები საკუთარი გონის, სუბიექტური განწყობისა და ნდომის
მიხედვით მოქმედებენ გარიგების დადებისას. რაც გულისხმობს, პირთა მიერ
სამართლებრივი ურთიერთობების წამოწყებას ნამდვილი ნების საფუძველზე. იგი
ინდივიდისავე ნებელობითი ქმედების აქტად მიიჩნევა, რომლის განხორციელება,
თავის მხრივ, სუბიექტის შეცნობის დონის არსებობას გულისხმობს.
სამოქალაქო
სამართალი გარიგების დადებასა და ნამდვილობას სწორედ პირის თავისუფალ,
ნამდვილ ნებას უკავშირებს.
სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპები თავისთავად უკავშირდება
ინდივიდის თავისუფალ გონს, რომელსაც სამართალი თავისუფლად ქცევის
უფლებას ანიჭებს. ინდივიდის ნების ჩამოყალიბების პროცესში რაიმე სახით ჩარევა
შეზღუდული და დაუშვებელია. ამასთან, დაუშვებელია პირზე და მის ნებაზე ისეთი
ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი ნების აშკარად მოდრეკას
უკავშირდება.
Subjects

გარიგებანი

იძულებით დადებული გარ...

კანონსაწინააღმდეგო, ს...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro gviniashvili.pdf

Description
იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან
Size

636.7 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):c431799a9b15ebda58fff86d9a99dd26

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings