Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა
 
  • Details

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა

Date Issued
2019
Author(s)
მაისურაძე, მარიამ  
Advisor
კოპალეიშვილი, მაია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1078
Abstract
თანამედროვე სახელმწიფოში დიდი ყურადღება ეთმობა დემოკრატიული, სამართლებრივი და კარგი მმართველობის („Good Governance“) პრინციპების შესაბამისი ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოები უშუალოდ ახორციელებენ კანონმდებლობის ზოგადაბსტრაქტული ნორმების კონკრეტიზებას, პირდაპირი კავშირი აქვთ მოქალაქეებთან და უზრუნველყოფენ სამართლის სიცოცხლისუნარიანობას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო მმართველობის სათანადო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება უდავოდ არის კანონმდებლობის სწორი გამოყენების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკული რეალიზების წინაპირობა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ სკ ძირითადი უფლების რანგში განამტკიცებს კარგი მმართველობის უფლებას. კერძოდ, სკ-მ ექსპლიციტურად დაადგინა თითოეული ინდივიდის უფლება, რომ მისი საქმე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განიხილონ სამართლიანად, გონივრულ ვადაში. ამგვარი ინდივიდუალური უფლების განმტკიცება, ამავდროულად აჩენს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტების, ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, სამართლიანად განიხილონ თითოეული მოქალაქის საქმე და, ზოგადად, საჯარო მმართველობა წარმართონ კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად. დასახელებული ძირითადი უფლების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი იქნება თუ სისტემურად და ინსტიტუციურ დონეზე არ იქნება გათვალისწინებული კარგი მმართველობა და საქმეთა სამართლიანი განხილვა თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში უნდა გაითვალისწინონ საქმეთა სამართლიანად განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნები.
Subjects

ადმინისტრაციული წარმო...

უფლებათა ქარტია

ადმინისტრაციული ოგანო...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro maisuradze.pdf

Description
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დაცვა
Size

621.23 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):57cb0500326a461f8590f186a672789b

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings