Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო აბორტისთვის
 
  • Details
Options

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო აბორტისთვის

Date Issued
2019
Author(s)
ცუცქირიძე, ლაშა  
Advisor(s)
თოდუა, ნონა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/986
Abstract
21-ე საუკუნე ჰუმანიზმის ხანაა. დღესდღეობით ადამიანის განვითარებამ
კაცობრიობის ისტორიაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. სიცოცხლე კი კიდევ
უფრო დაფასდა. თუმცა საკითხავია, ეს სინამდვილეა თუ მოჩვენებითი?
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანები სიყვარულზე, ურთიერთ
თანადგომაზე და ადამიანების ღირსებებზე საუბრობენ, ჯერ არ დაბადებული
ბავშვები ყველას ავიწყდება და მათ, როგორც სხეულის უსარგებლო ნაწილებს,
ისე ექცევიან. დღეს აბორტები მსოფლიოს სენია. მსოფლიოში 1980 წლიდან
დღემდე დაახლოებით მილიარდ ნახევარი აბორტი არის ჩატარებული.
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში აბორტები ლეგალიზებულია, ხოლო იმ
ქვეყნებში სადაც აბორტების მიმართ მკაცრი პოლიტიკაა, მოსახლეობა
მოითხოვს, რომ აბორტები ლეგალური გახდეს.
აბორტების საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოშიც. 2002
წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოში დაახლოებით 426 900 აბორტი
დაფიქსირდა.
ეს საგანგაშო მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,
რომ საქართველოში შობადობა არც ისე მაღალია, ხოლო მოსახლეობა
სხვადასხვა მიზეზით წლიდან წლამდე მცირდება.
ეკლესია მუდამ გამოდიოდა აბორტების წინააღმდეგ. საქართველოს
პატრიარქი ილია II, პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს
მიტროპოლიტი შიო, ასევე სხვა სასულიერო პირები მუდმივად ქადაგებენ
აბორტის ცოდვის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც აბორტების
სიმრავლე ჰქვია, სახელმწიფო არ ზრუნავს დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის
დაცვაზე. მეტიც საქართველოს სსკ 133-ე მუხლი, რომლითაც დასჯადია
უკანონო აბორტი, ფეტუსის სიცოცხლეს საერთოდ არ იცავს. უღირს კი
სახელმწიფოს თავისი შთამომავლობის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი
,,ბედნიერი მომავლის“ აშენება?
აბორტის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა
თქვა: ,, მე შევამჩნიე, რომ აბორტის მომხრეები ის ადამიანები არიან, რომელთაც
უკვე მოასწრეს დაბადება.“ მართლაც, ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც უფლის
წყალობით მოვევლინეთ ქვეყანას, გვაქვს უფლება უმიზეზოდ მოვუსწრაფოთ
ჯერ არ დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლე?
Subjects

პასუხისმგებლობა უკანო...

აბორტის ცნება

სისხლისსამართლებრივი ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tsutskiridze.pdf

Description
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო აბორტისთვის
Size

362.84 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0906eb59ade4192339b4599bbda26972

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact