ანტიკვარული იარაღების გაყალბება საქართველოში
Forgery and Counterfeiting of Antique Arms in Georgia
Date Issued
2024
Author(s)
Abstract
კვლევა წარმოადგენს იატაკქვეშა დანაშაულებრივ ჯგუფებზე პირადი დაკვირვების, ანტიკვარული იარაღის ასლების და რეპროდუქციების დამამზადებელი თანამედროვე ოსტატებისგან, დილერებისგან, ანტიკვარიატით მოვაჭრეებისგან მიღებული ინფორმაციისა და მრავალი ასეული ისტორიული იარაღის უშუალოდ შესწავლის და ანალიზის შედეგს.
ანტიკვარული ნივთების გაყალბება (მით უმეტეს ძველებური იარაღის), საქართველოში არავის უკვლევია, არც ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი პრაქტიკა ამ მიმართულებით, არადა საკითხი აქტუალურია, თანამედროვე საქართველოში ანტიკვარების გაყალბების ნამდვილი ინდუსტრიაა გაჩაღებული, ასეთი ნივთების უმეტესი ნაწილი კი შემდეგ საზღვარგარეთ გადის და საღდება აუქციონებსა თუ პირდაპირი არხებით, კერძო კოლექციონერებსა და მუზეუმებზე.
კვლევაში აქცენტი გაკეთებულია საკითხის იურიდიულ მხარეზე, წარმოჩენილია საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზები, განსაზღვრულია ანტიკვარული იარაღის გაყალბების დანაშაულებრივი ხასიათი და სამართლებრივი კვალიფიკაცია. მოცემულია გაყალბების სახეები, დამნაშავეთა როლების განაწილება და სქემები. ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ყალბი სიძველეების ზუსტი იდენტიფიკაცია, რა თავისებურებები უნდა იქნეს გათვალისწინებული.
მართალია, კვლევაში აქცენტი გაკეთებულია ძველებურ იარაღზე, თუმცა გაყალბების სახეები და სქემები, სხვა ანტიკვარიატის გაყალბების დროსაც თითქმის ანალოგიურია, რის გამოც, კვლევა დახმარებას გაუწევს, არამხოლოდ ქართული (კავკასიური) იარაღის მოყვარულებს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებს, ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს და ზოგადად საკითხით დაინტერესებულ პირთა ფართო წრეს.

Subjects
File(s)![Thumbnail Image]()
Loading...
Name
ანტიკვარული იარაღის გაყალბება.pdf
Size
18.6 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):6b3dc79429bfd8d8c7d834c89a4b2bde