Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი მნიშვნელობა და სტანდარტები ბიზნეს ურთიერთობებში
 
  • Details
Options

პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი მნიშვნელობა და სტანდარტები ბიზნეს ურთიერთობებში

Date Issued
2019
Author(s)
წერეთელი, მერი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/906
Abstract
მეწარმე, რომელიც ახალ პროდუქტს ქმნის და ბაზარზე ადგილის
დამკვიდრებას ცდილობს, შესაძლოა, რეგულაციების სიმრავლეს, დაბრკოლებად
აღიქვამდეს. მით უფრო, თუ ჯერ არ აქვს საშუალება, იურიდიულ, ფინანსურ,
თუ ტექნიკურ საკითხებში, ისარგებლოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების
დახმარებით.
თუმცა, გონივრული კანონმდებლობა და რეგულაციები, ყოველთვის, ისეთი
ღირებულების დასაცავად იქმნება, რომელიც სახელმწიფოსთვისაც
მნიშვნელოვანია, მოქალაქისთვისაც და ბიზნესისთვისაც. „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შემთხვევაში, ეს
ღირებულება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და მისი ერთ-ერთი მთავარი
კომპონენტი - პერსონალური მონაცემების დაცვაა.
საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 100-ზე მეტ ქვეყანას შორის,
რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა მოქმედებს და
თანაბრად ვრცელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებზე. ბიზნესს,
ამ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შექმნილი პროდუქტი, შესაძლოა,
დაეხმაროს რესურსების დაზოგვაში, მომხმარებლების და საკუთარი გუნდის
ნდობის მოპოვებაში და, შესაძლოა, იქცეს კონკურენტულ უპირატესობადაც.
განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანია გეგმავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
წინამდებარე კვლევა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით,
მიმოიხილავს არამარტო ქართულ ნორმატიულ ბაზასა და პრაქტიკას, არამედ
წარმოაჩენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნის კუთხით
წარმატებული და გამოცდილი ქვეყნების იმ სამართალშემოქმედებით და
პრაქტიკულ ასპექტებს, რომელთა განხორციელება, საქართველოშიც,
მიზანშეწონილი და აუცილებელია.
ნაშრომში წარმოდგენილია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, ისეთი
საშუალებების გამოყენების არსი და მნიშვნელობა, როგორებიცაა მონაცემთა
ავტომატური დამუშავება, ნახევრად ავტომატური დამუშავება და
არაავტომატური საშუალებით დამუშავება. განხილულია, პერსონალურ
მონაცემთა დამუშავებისას, თითოეული მათგანით შესრულებული სამუშაოს
დადებითი და უარყოფითი მხარეები და გამოვლენილია მონაცემთა
დამუშავების ისეთი სახე, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს
პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებისაგან დაცვას.
Subjects

პერსონალური მონაცემებ...

პირდაპირი მარკეტინგი

შრომის სამართალი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tseretheli.pdf

Description
პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი მნიშვნელობა და სტანდარტები ბიზნეს ურთიერთობებში
Size

924.11 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):ab60209bac737631cecd573d706655f6

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact