Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე
 
  • Details
Options

მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე

Date Issued
2019
Author(s)
ფხაკაძე, გოგა  
Advisor(s)
მეიშვილი, ზაზა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/965
Abstract
მართლმსაჯულების მიზანია დაადგინოს საქმეზე ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების
საპროცესოსამართლებრივი გაგება საქმეზე გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან,
რასაც მხარეები წარადგენენ სასამართლო განხილვისას. შეჯიბრებით
პროცესში მხარეებზე და მათ მიერ ჩატარებულ ქმედებებზეა დამოკიდებული
ჭეშმარიების განსაზღვრება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ პროცესზე
წარდგენილი ყველა მტკიცებულება იყოს უტყუარი და კანონიერად მოპოვებული და
მათი განხილვა მოხდეს სამართლიან პირობებში. ამ პროცესში კი, მოწმეთა ჩვენებებს
განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. გამოძიების ეტაპზე „დანაშაულთან დაკავშირებით
მოწმისაგან ინფორმაციის მიღება შესაძლოა, გამოძიების ცენტრალური
საკითხი იყოს“.
ძირითად შემთხვევებში გამოძიება მოწმის დაკითხვის
(მოქალაქესთან თანამშრომლობის) გარეშე წარმოუდგენელია; სწორედ აქედან გამომდინარეობს
ინფორმაცია, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმის
გამოძიება უნდა წარმართოს და სასამართლოში მართლმსაჯულება დაადგინოს.
ნაშრომის აქტუალობას განაპირობებს ის, რომ თანამედროვე პერიოდამდე ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო პალიტრაზე მოწმის უფლებები უკანა პლანზე გახლდათ
წარმოდგენილი. სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა უფლებების საკითხს
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჯეროვანი ყურადღება არ
ექცეოდა.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტები სისხლის სამართლის პროცესში
მოწმეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მითითებას თითქმის არ შეიცავენ;
აღნიშნული აქტები მოწმეების დაკითხვას მხოლოდ ბრალდებულის გარანტირებული

უფლებების კონტექსტში ახსენებენ და არაფერია ნათქვამი თვით ამ მოწმეთა
უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე პროცესის წარმოებისას.
აქედან გამომდინარე,
დაკითხვის წესის ისტორიული განვითარების პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ

ის პრობლემები, რომლებიც იქმნება ან შესაძლოა შეიქმნას გამოძიების ეტაპზე
დაკითხული მოწმის ჩვენების დასაშვებ და უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის
პროცესში.
Subjects

მოწმეთა გამოკითხვა

დაკითხვა

გამოძიების ეტაპი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro fkhakadze.pdf

Description
მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე
Size

798.26 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):9a4b310ff37792cd300094ce98ebc144

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact