Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. სასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
 
  • Details

სასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

Date Issued
2019
Author(s)
ცერცვაძე, საბა  
Advisor
ხერხეულიძე, ირინე  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/941
Abstract
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის არსებობდა და ასეა
ახლაც, ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ დანაშაულებზე ადეკვატური საპასუხო
რეაგირების განხორციელება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პასუხისმგებლობაა, რაც აისახება სათანადო სასჯელებსა და სასჯელის
ალტერნატიულ ღონისძიებებში. მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ აღიარა, რომ
არასრულწლოვანი სრუწლოვნისგან განსხვავებულად უნდა განიხილებოდეს,
რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირს, რომელსაც ზოგადად სამყაროს, კერძოდ კი,
კანონის აღქმა შეზღუდული აქვს ინტელექტუალური მოუმწიფებლობის გამო.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულმა კანონმა,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ძალაში 2016 წლის 1
იანვრიდან შევიდა, ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში
არაერთი სიახლე შემოიტანა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა
მივიჩნიოთ აღნიშნული კანონის 65-ე მუხლში ჩამოყალიბებული სასჯელის
მიზნების ახლებური ფორმულირება, რაზე დაყრდობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრიორიტეტები გაცილებით უფრო მკაფიო
გახდა, ამ პრიორიტეტების შესრულება კი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ნაშრომის მიზანია სრულწლოვნების და არასრულწლოვნების სასჯელის მიზნებს
შორის განსხვავებების გამოკვეთა და ამ განსხვავებების მნიშვნელობის განსაზღვრა.
აგრეთვე, იმ გზებისა და მიდგომების გამოვლინება, რომლებიც სისხლის
სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში საუკეთესოდ უზრუნველყოფს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასახული მიზნების
შესრულებას.
კვლევა ეყრდნობა ისტორიულ, შედარებით-სამართლებრივ, ფორმალურ-ლოგიკურ,
ანალიტიკურ, სისტემურ და სხვა სამეცნიერო მეთოდებს. კვლევის პროცესში
მოხდება აღნიშნულ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის,
სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიდგომების განხილვა.
ნაშრომი შედგება შესავლის, დასკვნის, ბიბლიოგრაფიისა და 7 თავისგან.
პირველ თავში მოკლედ იქნება განხილული სასჯელის ცნება სისხლის სამართლის
მეცნიერებაში და მისი მიზნები.
Subjects

სასჯელის ცნება

არასრულწლოვანთა მართლ...

რესოციალიზაცია-რეაბილ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
Degree Grantor
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tsertsvadze.pdf

Description
სასჯელის განსხვავებული მიზნები და მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
Size

1.01 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):af9095c08d2071fa2174d0c9e413b3de

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings