Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Tbilisi Open University
  4. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები
 
  • Details

საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები

Date Issued
2020
Author(s)
ბიწკინაშვილი, ზურაბ  
Institution
Tbilisi Open University  
Faculty
School of Humanitarian and Social Science  
Publisher
Tbilisi Open University  
URI
https://openscience.ge/handle/1/2058
Abstract
სამაგისტრო ნაშრომი შედგება 3 თავისგან და კვლევითი ნაწილისგან. ნაშრომის პირველ თავში განხილულია საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, თავისებურებები, მათი მახასიათებლები. შესწავლილია ეკონომიკური ინტეგრაციის ზოგადი არსი და მისი ძირითადი კონცეფციები, ასევე მიმოხილულია ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის თანამედროვე საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის თავისებურებების შესწავლას; სამაგისტრო ნაშრომის მეორე თავი ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ეკონომიკურ თავისებურებებსა და მათ განზომილებებს; მიმოხილულია საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის თავისებურებები, ასევე განხილულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ამავე თავში გაანალიზებულია ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროგრესის ეტაპები, მიღწევები და გამოწვევბი პროგრესის გზაზე. მესამე თავი ეთმობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ზოგიერთი კონკრეტული მიმართულების უფრო დეტალურ და ღრმა მიმოხილვას, ყურადღება ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ამოცანების შესრულების დეტალებს, მათ შორის შესწავლილია დერივატივების კანონი, როგორც ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების წინაპირობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მის გასავითარებლად, ნაშრომში განხილულია ევროკავშირის დახმარების კონკრეტული დეტალი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროს გაძლიერების მიმართულებით. ასევე, ნარომშის ფარგლებში დეტალურად არის განხილული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ასოცირების შეთანხმების ნაწილი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გამოსაკვლევად, თუ რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სიკეთეების შესახებ და აქვთ თუ არა საკუთარ თავზე გამოცდილეი კონკრეტული სარგებლიანობა. კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თუმცა მათ შორის არიან როგორც ბიზნესის მფლობელები, ასევე სტუდენტები, ასაკობრივი სეგენტაცია საკმაოდ განხვავებულია. ნაშრომის ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ შესწავლილია სიახლეები და გარკვეული დეტალები ასოცირების შეთანხმებასთან, ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებით, ნაშრომის დასკვნები და შედეგების შესაძლებელია გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების აზრისა და დამოკიდებულების სწორად აღსაქმელად, გასაანალიზებლად, ზოგადად აქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე ურთიერთობების პროგრესის შეფასების და კერძოდ მისი სიკეთეების გავლენისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოსარკვევად.
Subjects

საქართველოს ეკონომიკუ...

საერთაშორისო სავაჭრო ...

საქართველო-ევროკავშირ...

დერივატივების კანონი

ქართული ფინანსური ბაზ...

Degree Name
Master of International Relations
Degree Discipline
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Zurab Bitskinashvili Samagistro.pdf

Description
საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები
Size

826.61 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):8786ec22a7068ff31fb75a7a527cd2f1

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings