Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Caucasus International University
  4. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
  5. მუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები
 
  • Details
Options

მუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები

Date Issued
2018
Author(s)
ქიტიაშვილი, საბა  
Advisor(s)
გოცირიძე, ოლანი  
Institution
Caucasus International University  
Faculty
Faculty of Viticulture-Winemaking  
Publisher
Caucasus International University  
URI
https://openscience.ge/handle/1/28
Abstract
ჩვენი ამჟამინდელი კვლევა პირველ რიგში მოიცავს მუსკატური ყურძნის ჯიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და წარმოჩენას, რადგან საკვლევი ობიექტი სწორედ ამ ოჯახის წარმომადგენელია. მუსკატური ჯიშები დღემდე ფართოდ გამოიყენება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძირითადად შემაგრებული, სადესერტო და ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. მუსკატური ყურძნის ჯიშები ხასიათდებიან სპეციფიკური, სასიამოვნო გემოთი და არომატით, რასაც ძირითადად განაპირობებს მათ ეთერზეთში შემავალი თავისუფალი ტერპენები. ეს კომპონენტები ძირითადად ყურძენის კანშია ლოკალიზებული და გადამუშავების შემდგომ ყურძნის წვენსა და ღვინოში გადადიან. რაც შეეხება ჩვენი კვლევის მთავარ ობეიქტს, ესაა სელექციური გზით გამოყვანილი ქართული ყურძნის ჯიში, რომელიც ალექსანდრიული მუსკატისა და რქაწითელის ყურძნის ჯიშების შეჯვარებითაა მიღებული.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ინფორმაციული ბაზა ამ ყურძნის ჯიშის შესახებ და ექსპერიმენტული გზით დაგვემზადებინა სხვადასხვა ტიპის ღვინოები, გამოგვეკვლია სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემის და ცალკეული ოპერაციების გავლენა მუსკატური ღვინის ხარისხზე; შესაბამისად, აღნიშნული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დაგვედგინა ოპტიმალური ტექნოლოგიური რეჟიმი, რომლის დროსაც მუსკატური რქაწითელიდან მიღებული ღვინო ყველაზე მეტად ინარჩუნების ყურძნის ორიგინალურ ჯიშურ არომატს და გვაძლევს ხარისხიან ღვინოს.
კვლევის შედეგები ადასტურებს მუსკატური რქაწითელის მაღალ სამეურნეო - ტექნოლოგიურ ღირსებებს და იძლევა საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ რეკომენდაცია გავუწიოთ მის განაშენიანებას საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზოგიერთ რეგიონში.
Subjects

მეღვინეობა-მევენახეობ...

მუსკატური ყურძნის ჯიშ...

Degree Name
აგრარული მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Degree Grantor
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

საბა ქიტიაშვილი.pdf

Description
მუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები
Size

3.39 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):18e674de24f3013c18f55eee5361d888

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact