ჭანკვეტაძე ბეჟან.jpg picture
 
Full Name
Chankvetadze, Bezhan
 
Vernacular Name
ჭანკვეტაძე, ბეჟან
 
 
Scopus Author ID
 
Google Scholar
 
 
Date of Birth
13-06-1957
 
Biography
ბეჟან ჭანკვეტაძე დაიბადა 1957 წლის 13 ივნისს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. 1985 წელს, ქალაქ მოსკოვში, ნ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მიიღო ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ფიზიკური ქიმიის დარგში. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,, ამავე წლიდან იყო უნივერსიტეტის პროფესორი. 1980-1984 წლებში იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი. 1984-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის ლაბორანტი. 1985-1998 წლებში ამავე კათედრის დოცენტი, ხოლო 1998-2006 წლებში კათედრის პროფესორი. 2006-2012 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ქვემიმართულების სრული პროფესორი და ქვემიმართულების ხელმძღვანელი. 2012 წლიდან სრული პროფესორი და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე. ბეჟან ჟანკვეტაძე 1991-2002 წლებში ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად და მიწვეულ პროფესორად, ხოლო 1992-2005 წლებში ასევე ხანგრძლივი მივლინებით იაპონიაში, ნაგოიას უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად. 2002-2007 წლებში მიწვეული იყო ლაბორატორია Sepaserve Gmbh-ის დირექტორად, ხოლო 2007 წლიდან Enantiosep Gmbh-ის დირექტორად. ბეჟან ჭანკვეტაძე 2007 წლიდან დღემდე ამერიკული კომპანია Phenomenex-ის კონსულტანტია, ხოლო 2005 წლიდან ჟურნალის - ,,journal of pharmaceutical and biomedical analysis’’ რედაქტორი. ბეჟან ჭანკვეტაძის მეცნიერული ინტერესების სფეროა: ნივთიერებათა დაყოფის მეთოდები, სითხური ქრომატოგრაფია, ნანოქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტო ფორეზი, კაპილარული ელექტრო-ქრომატოგრაფია, ქირალური გამოცნობა და მისი მექანიზმები, ქირალური ანალიზი, ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზი, ახალი მაღალტექნოლოგიური მასალები და ა.შ ბეჟან ჭანკვეტაძე ყოველწლიურად მონაწილეობს უცხოეთში გამართულ 10-15 საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, როგორც კონფერენციის თავმჯდომარე, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, სექციის თავმჯდომარე, პლენარული, საკვანძო ან ზეპირ მომხსენებელი. მაგალითად: 2013 წელს იყო მიკრომასშტაბური ბიოდაყოფების 29-ე საერთაშორისო სიმპოზიუმის მიწვეული და სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე, აშშ-ში, ვირჯინიის შტატში. ამავე წელს ატარებდა ლექციების სერიებს დანიაში, შვედეთსა და ფინეთში. პოლონეთში იყო მიწვეული მომხსენებელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი და სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე სამეცნიერო კონფერენციაში - ,,ქრომატოგრაფიის გამოყენება ორგანულ ნივთიერებათა კვლევაში’’. 2014 წელს იყო კანარის კუნძულებზე, ტენერიფეზე საერთაშორისო სიმპოზიუმის - ,,ნივთიერებათა ელექტრო და თხევადფაზური დაყოფების’’ მიწვეული მომხსენებელი და მუდმივმოქმედი სამეცნიერო კომიტეტის წევრი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე მისი თანაავტორობით წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი მოხსენება, აქედან 160-ზე მეტი პირადად ბეჟან ჭანკვეტაძის მიერ პლენარული, საკვანძო ან ზეპირი მოხსენების სახით. 2011 წლის 28-31 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ნივთიერებათა ელექტრო და თხევადფაზური დაყოფების მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 70-ე წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობდა 50-მდე ქართველი და 130-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. მიღებული აქვს (თანაავტორებთან ერთად) ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიის, ევროპისა და მსოფლიო პატენტები გამოგონებებზე. ზოგიერთი მისი პატენტის მიხედვით მაღალტექნოლოგიურ მასალებს ამზადებს და მთელ მსოფლიოში ჰყიდის ამერიკული კომპანია ,,phenomenex Inc’’ და იაპონური კომპანია ,,Daniel Chemical Industries’’. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ჰაინრიხ ჰერცის სახელობის (1991, 1993, 1995), იაპონიის კულტურული ასოციაციის (1992, 1993), იაპონიის მეცნიერების დაფინანსების საზოგადოებისა (1996) და გერმანიის კვლევების ასოციაციის (1998-2000) სტიპენდიები და კვლევითი გრანტები. ბეჟან ჭანკვეტაძე სხვადასხვა პერიოდში იყო ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრი, ნიდერლანდების, ბელგიის, იტალიის, ჩეხეთის, ავსტრალიისა და პოლონეთის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კომიტეტების წევრი, რეფერენტი. მრავალი გამომცემლობისა და სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი.