Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Browse by Author

Browsing by Author "Adamia, Givi"

Now showing 1 - 6 of 6
Results Per Page
Sort Options
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    An Indirect Purchaser as an Eligible Person to Claim the Cartel Damages
    (2019)
    Adamia, Givi  
    Considering the large scope of damages resulting from the violation of the competition rules, it is likely, that the number of private antitrust damage actions will keep increasing in the nearest future in Georgia. The key objective of this study was to investigate the legal status of the indirect purchaser of cartelized goods or services in the process of claiming the cartel damages. It is also to be mentioned that, there is not any perfect and complete substantive or procedural rules with respect to the cartel damages in Georgian Legislation. The article gives respective analysis of this issue and provides recommendations to solve these legislative problems. The issue of private damage actions is of a higher importance in the reality of European Union. Hence, it is not a surprise that the case law of European Court of Justice and the practice of respective European Competition Authorities embrace the countless decisions that can serve as an example for the reformation of Georgian competition legislation in terms of private damage actions. This paper gives an appraisal of the recent developments of private damage actions of indirect purchaser in Europe. Based on these comparative analysis and argumentations the conclusion develops a set of proposals and recommendations in terms of amendments to the Georgian competition legislation that will be able to facilitate the individual damage actions of indirect purchasers in Georgia. If an undertaking infringes competition rules, it shall traditionally assume the possibility of sanctions from the public law. The most important of these are fines that may be imposed by the competition authority. However, those, who conduct the anti-competitive activities, are not only faced with the probability of fines and other sanctions deriving from public law. Furthermore, they should also take into consideration the court actions brought by the private individuals, who have suffered losses as a result of an anti-competitive conduct. Victims of such infringements could be competing undertakings, direct and indirect purchasers, final consumers, etc. Following the purpose of the preceding article, only the peculiarities of the indirect purchasers’ claim is considered as the main subject of this study. Noteworthy is also the fact that the role of indirect purchaser claims is also of a crucial significance to achieve the completely functioning private enforcement of competition law. Following the objectives stated above the second part of the preceding article attempts to provide with the general overview of cartel damages. The third part investigates the difference between the damage claims of direct and indirect purchasers. The fourth part provides profound discussion to the peculiarities of the indirect purchasers’ right to the compensation for the cartel damages.
      2  6
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    The Term of Undertaking in Georgian Competition Law
    (Ivane Javakhishvili Tbilisi State University, 2020)
    Adamia, Givi  
    ევროკავშირთან ასოცირების რეჟიმმა საქართველო ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონმდებლობის შექმნის ვალდებულებისა და გარკვეულწილად, ქართული კონკურენციის სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების აუცილებლობის წინაშე დააყენა. სრულფასოვანი დაახლოების პროცესში კი მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მოწინავე პრაქტიკისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით კონკურენციის სამართლისთვის აუცილებელი ცნებებისა და კატეგორიების ანალიზი. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება წინამდებარე ნაშრომი, რომელშიც ეკონომიკური აგენტის სახით განხილულია კონკურენციის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტი. ამასთან, საუკეთესო ევროპული მიდგომების საფუძველზე ერთმანეთისგან გამიჯნულია ეკონომიკური აგენტის ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური გაგება და წარმოჩენილია მისი რელატიური ბუნება. ეკონომიკური აგენტის ცნებასთან მიმართებაში ასევე განხილულია კონკურენციის სამართალში დამკვიდრებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც „ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის დოქტრინის“ სახელით არის ცნობილი.
      3  12
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    Constitutional Aspects of Economic Competition
    (CONSTITUTIONAL COURT OF GEORGIA, 2020)
    Adamia, Givi  
    საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის უმთავრეს საფუძვლად თავისუფალ კონკურენციას განამტკიცებს. ეკონომიკურ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შინაარსისა და ამ კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრაქტიკულ თუ თეორიულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ამ სირთულეების გადაჭრის გარკვეული თეორიული საფუძვლის შექმნას, სადაც მოწინავე დასავლურ პრაქტიკასა და სამეცნიერო მიდგომებზე დაყრდნობით, განსაზღვრულია სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების ფარგლები კონკურენციის განვითარებასა და ეკონომიკური აგენტების კონკურენტულ თანასწორუფლებიანობასთან მიმართებით. ნაშრომში ასევე განხილულია ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის მნიშვნელობა და მისი ტელეოლოგიური საფუძვლები. მეწარმეობის თავისუფლებასა და მომხმარებელთა უფლებებთან მიმართებით განხილულია თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის ფუნქციები და იდენტიფიცირებულია შესაბამისი დაცული სამართლებრივი სიკეთეები.
      4  6
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    Qualification Exclusive Vertical Clauses as Anti-Competitive Agreements and Their Legal Outcomes Under Georgian, German, and European Union Competition Law
    (Ivane Javakhishvili Tbilisi State University, 2020)
    Adamia, Givi  
    ;
    Burduli, Irakli  
    The association regime with the EU has placed Georgia under an obligation to create comprehensive competition law and, to some extent, to harmonize Georgian competition law with the EU law. In the process of complete approximation, it is essential to analyze the concepts and terms of competition law based on the best practices of the EU and its member states and the achievements of legal doctrine as it covers one of the significant concepts of competition law, the present dissertation serves to achieve this goal. Technological development in the modern world leads to the emergence of different markets and a significant transformation of the existing ones. Furthermore, it increases the diverse commercial relations between undertakings operating at different demand and supply chain levels. It naturally raises the number and importance of vertical contracts between them. Transactions involving exclusive vertical clauses are of great significance in such vertical relationships. Exclusive vertical clauses play an essential role in developing economic systems, where imports of foreign products primarily drive the diversity of goods and services. Moreover, the existence of exclusive vertical clauses in the legal relationship between a foreign manufacturer and an importer is not new. Therefore, it is necessary to identify and define exclusive vertical clauses that threaten an undistorted competitive environment in the country's commodity and service markets. Similar clauses are essential for the manufacturer to protect their brand image and reputation. This is the basis for considering exclusive clauses in commercial relations with such manufacturers. One of the objectives of the presented dissertation is to find a golden middle ground between the producer's interests on the one hand and the interest of protection of fierce competition on the other, which adds significant scientific value and practical importance to the presented research. The main feature of the exclusive vertical clause is that, under the specifics of a particular market and economic conditions, it may, on the one hand, have a restrictive effect on competition. But, on the other hand, it may become one of the determining factors for the growth of the level of competition in the relevant market. Therefore, an accurate assessment of the effects of an exclusive vertical clause is the main prerequisite for determining its compatibility with competition law requirements. Thus, the dissertation focuses on identifying different types of the mentioned effects and the criteria, methods and means necessary for their analysis. A detailed analysis of the mentioned issues will make the legal consequences of transactions involving exclusive vertical clauses more predictable for undertakings and reduce the risks of imposing sanctions and other types of liability for violation of competition law. Therefore, it is necessary to form the optimal model of the legal framework, which will be able to respond to the challenges of the modern economy. In the research process, it is essential to pay attention not only to national legislation and its practical implementation but also to international practice and the steps taken by different countries in this field. Accordingly, in the presented research, an important place is given to comparative legal studies, which mainly focus on EU and German competition law. The dissertation analyzes such issues as the general system of anticompetitive agreements, the concept of the undertaking, forms of coordination of undertakings, the element of restriction of competition, market dimensions of anticompetitive agreements, exemptions from the prohibition of anticompetitive agreements, types of exclusive vertical clauses and the prerequisites for qualifying them as anticompetitive agreements, its elements, legal outcomes and relevant practical and theoretical issues.
      3  18
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    Prospects for Private Enforcement of Competition Law in Georgia: A Case Study on Abuse of Dominant Position
    (2020)
    Adamia, Givi  
    განვითარებული ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის კანონმდებლობის არსებობის საწყის ეტაპზე, მისი აღსრულება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, საჯაროსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ხდება. კონკურენციის კანონმდებლობასთან ერთად იქმნება შესაბამისი აღმასრულებელი უწყება, რომელიც უფლებამოსილია სხვადასხვა სახის საჯაროსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით აღასრულოს აღნიშნული კანონმდებლობა. თუმცა, დროთა განმავლობაში, კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი სამართალდარღვევის დადგენის შემდეგ, დღის წესრიგში მსგავსი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების საკითხიც დგება. ამასთან, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის სპეციალურ და დეტალურ ნორმათა ერთობლიობას კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევიდან მომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის რეალიზებისათვის აუცილებელ პროცედურულ წესებთან დაკავშირებით. ამ კუთხით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - „კანონი“) შეიცავს მხოლოდ ერთადერთ ზოგადი შინაარსის ნორმას, რომელიც გარანტირებულს ხდის პირის უფლებას, კანონის დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პირდაპირ სასამართლოს და მოითხოვოს შესაბამისი ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, კანონის 332-ე მუხლი აღიარებს ეკონომიკური აგენტის ან სხვა დაინტერესებული პირის უფლებას, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რომლის ამკრძალავ ნორმას კანონის მე-6 მუხლი წარმოადგენს. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგად შესაძლებელია, ერთი მხრივ, ზიანი მიადგეს საკუთრივ ამ დომინანტი ეკონომიკური აგენტის კონკურენტ სუბიექტს ან მეორე მხრივ, იგი შესაძლოა არსებითი ზიანის მომტანი იყოს საბოლოო მომხმარებლისთვის. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს დამდგარი ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურება, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ის სამართლებრივი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც იქნება შესაძლებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულმა სუბიექტმა სამართალდამრღვევისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. კონკურენციის კანონმდებლობიდან მომდინარე ზიანის ანაზღაურება სხვადასხვა დასავლურ მართლწესრიგში კონკურენციის კანონმდებლობის კერძო აღსრულების მექანიზმად მიიჩნევა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (შემდგომში - „ევროპული სასამართლო“) პრაქტიკა მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა და განმარტებას, რომელიც არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ამ კუთხით დარგის განვითარებისა და შესაბამისი თეორიული საფუძვლის შექმნისათვის.
      3  7
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    Prospects for Private Enforcement of Competition Law in Georgia: A Case Study on Abuse of Dominant Position
    (2019)
    Adamia, Givi  
    „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - „კანონი“) არსებული სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი ნორმების უმთავრეს მიზანს - ისევე, როგორც იმ ნორმებისა, რომლებიც კონკურენციის შემზღუდავ შეთანხმებებს, შეთანხმებულ ქმედებებს, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და კონცენტრაციას შეეხება, წარმოადგენს ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება. მაგრამ, მაშინ, როდესაც კონკურენციის სამართლის კლასიკური ინსტრუმენტები მიმართულია ეკონომიკური აგენტებისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთისაკენ, სახელმწიფო დახმარების სამართალი გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს საკუთრივ სახელმწიფოს და ადგენს მის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შინაარსისა და ფორმის სტანდარტებს. ის განსაზღვრავს კონკურენციის ბუნებრივ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის ინტენსივობის მასშტაბებს. სახელმწიფო დახმარება, როგორც წესი, გულისხმობს ეკონომიკური აგენტის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც მას შესაბამის ბაზარზე, სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობით უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად შექმნილი მსგავსი უპირატესობა კი, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ახდენს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე. სწორედ ამიტომ, კრძალავს კონკურენციის სამართალი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ეკონომიკური აგენტების სასარგებლოდ სახელმწიფო დახმარების გაცემას. შიდა ბაზრის პრინციპის არსებითი მნიშვნელობის გამო, სახელმწიფო დახმარების სამართლის როლი განსაკუთრებით დიდია ევროპული კავშირის მართლწესრიგში. ევროპული სახელმწიფო დახმარების სამართალი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს1 და, შესაბამისად, მოულოდნელი არაა ის ფაქტი, რომ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა (შემდგომში - „ევროპული სასამართლო“) და ევროპული კომისიის მდიდარი და მრავალფეროვანი პრაქტიკა აერთიანებს სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა თუ განმარტებას, რომელსაც იურიდიული დოქტრინისა და პრაქტიკის განვითარების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპული კავშირის კონკურენციის სამართალთან შედარებით ქართულ კონკურენციის სამართალში არც საკმარისი თეორიული საფუძველია შექმნილი და არც საკმარისი გამოცდილებაა დაგროვილი იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სახელმწიფო დახმარების არსი და მისი მახასიათებლები. გარდა ამისა, ნორმათა ბუნდოვანი ფორმულირება, თავის მხრივ, გამორიცხავს მათი ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამ სფეროში არსებული ამკრძალავი ნორმების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო დახმარების შემადგენელი ელემენტების ზუსტი იდენტიფიცირება და მისი ცნების სრულყოფილი დეფინიციის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე ნაშრომიც, რომელშიც სახელმწიფო დახმარების აუცილებელი წინაპირობები განხილულია ევროპულ იურიდიულ დოქტრინასა და ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით. შედარებითსამართლებრივი კვლევის საფუძველზე კი ნაშრომის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებულია სახელმწიფო დახმარების ცნება და რამდენიმე რეკომენდაცია ქართულ სახელმწიფო დახმარების სამართალში განსახორციელებელ აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მსგავსი კვლევის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე წარმოადგენს ევროასოცირებულ სახელმწიფოს და ესწრაფვის შიდა კანონმდებლობის ევროპული კავშირის სამართალთან დაახლოებას. ამ პროცესის ერთ-ერთ ქვაკუთხედს სწორედ კონკურენციის სამართალი და ამ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს. სრულყოფილი დაახლოებისთვის კი გადამწყვეტია ევროპული იურიდიული მეცნიერებისა თუ სასამართლო პრაქტიკის მიღწევების სიღრმისეული კვლევა და მისი გეგმაზომიერი გათვალისწინება.
      2  8
Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact